workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი და „ბარსელონა“ 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

ტერ შტეგენი და „ბარსელონა“ 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

მიონხენგლადბახის “ბორუსიას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონასთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტები ავრცელებენ.

ტერ შტეგენი რომ ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ეს მიონხენგლადბახელებმაც დაადასტურეს და თავად ფეხბურთელმაც. საყოველთაო მოსაზრებით, 21 წლის მეკარე კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს, რომელთანაც მას, თურმე, პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული ჰქონია. მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” და “ბორუსია” ერთმანეთთან მოილაპარაკებენ, ტერ შტეგენი ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward