ვიქტორ ვალდესი, IFFHS-ს ვერსიით, 2013 წელს, მსოფლიოს მე-5 საუკეთესო მეკარე გახდა. კატალონიელი კარის დარაჯი მანუელ ნოიერს, ჯანლუიჯი ბუფონს, პეტერ ჩეხსა და ტიბო კურტუას ჩამორჩა.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2013 წლის საუკეთესო 7 მეკარე დაასახელა. პირველ ადგილზე მანუელ ნოიერი გავიდა. სამეულში შევიდნენ ჯანლუიჯი ბუფონი და პეტერ ჩეხი, რომლებსაც ტუბო კურტუა და ვიქტორ ვალდესი მოსდევენ. საუკეთესო მეკარეთა შორის ასევე მოხვდნენ იკერ კასილიასი და სალვატორე სირიგუ.