workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაუ კუბარსი: ეს მარცხი გარდამტეხ მომენტად უნდა ვაქციოთ

პაუ კუბარსი: ეს მარცხი გარდამტეხ მომენტად უნდა ვაქციოთ

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართული ელ კლასიკოს შემდეგ “ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა პაუ კუბარსიმ მედიასთან შეხვედრა შეაფასა. მცველმა იმედგაცრუება არ დამალა, თუმცა აღნიშნა, რომ სეზონის ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს და გუნდმა შეცდომებზე უნდა ისწავლოს.

დონე, რომელიც მატჩს შეეფერებოდა და სეზონის სტარტი

კუბარსიმ თვითკრიტიკულად აღნიშნა, რომ გუნდმა მოედანზე მაქსიმუმი ვერ აჩვენა:

“ცოტათი იმედგაცრუებულები ვართ იმით, თუ როგორ წარიმართა შეხვედრა. იმ დონეზე ვერ ვითამაშეთ, რასაც ეს მატჩი იმსახურებდა, რეაგირება უკეთ შეგვეძლო. თუმცა ახლა ოქტომბერია და ყველაფერი მხოლოდ იწყება. ეს მარცხი გარდამტეხ წერტილად უნდა ვაქციოთ და მეტისთვის ვიბრძოლოთ”.

კალენდარი და დაღლილობა გამართლების გარეშე

მცველმა გადატვირთულ გრაფიკზეც ისაუბრა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს წაგების გასამართლებელ არგუმენტად არ გამოდგება:

“ეს გამართლება არ არის, მაგრამ კალენდარი… უამრავი შეხვედრა ჩავატარეთ, ბევრი წუთი ვითამაშეთ და დაღლილები ვიყავით, თუმცა ამის მიზეზად მოყვანა არ შეგვიძლია. რაც შეიძლება მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ. ეს მარცხი გარდამტეხ წერტილად უნდა გამოვიყენოთ, რათა როდესაც სეზონის გადამწყვეტი მომენტები დადგება, იქ სრულ მზადყოფნაში ვიყოთ”.

საკამათო ეპიზოდები და VAR

მატჩის საკამათო მომენტებსა და მსაჯების გადაწყვეტილებებზე დასმულ შეკითხვას კუბარსიმ თავშეკავებულად უპასუხა:

“განმეორება არ მინახავს და არც მოედანზე დამინახავს; როდესაც ვნახავ, ჩემს აზრს მერე გამოვთქვამ. თუ VAR არ ჩაერია, ესე იგი ამის მიზეზი არსებობდა”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 26 ოქტ 2026, 13:07
    #4

    იამალი ოქროს ბურთის კანდიდატებშიც არ უნდა მოიაზრებოდეს. დიდ თამაშებში ნულია ტიპი. მაგამ რაც გამაზა, მასეთს საშუალო დონის ფეხბურთელიც უნდა იტანდეს 5 დან 5ს. მეორე ფაქტორი ფლიკი, ჯერ ენრიკემ და მერე მოურინიომ გამოისვეს დრაკში. გახსნილ ფეხბურთშიც წავაგეთ და ჩაკეტილშიც. სადღაც მაინ უნდა წაგვეგო და ამ წაგებით არაფერი სრულდება, იმის თქმა მინდა რომ ამ თამაშით ლიგის მოგება შეუძლებელია.

  • Aron
    Aron ახალბედა
    schedule 26 ოქტ 2026, 12:55
    #3

    კამავინგას მომენტში გამოჩნდა რო მაინც გამოუცდელი ხარ(იმისდა მიუხედავად რომ ბევრ გამოცდილზე სწორედ თამაშობს), ბურთზე პირველი იყავი მარა სიჩქარე ვერ გათვალე და ჩაუარე ქორივით, მერე რაც მოხდა ვნახეთ… ეგ არაფერი ხდება ხოლმე, მე უფრო ის არ მომეწონა რო იამალი ზედმეტად ბევრს იღებდა თავისთავზე რიგ ეპიზოდებში, როცა მარტივად იფრო სახიფათოდ შეუტევდა… მერე გუნდსაც ორგანულობა აკლდა, თითქოს სათითაოდ დაზდევდნენ პრესინგზე და არა როგორც ერთი ორგანიზებული გუნდი, როცა გუნდურად და ორგანიზებულად აპრესინგებ ბევრად მეტია ეფექტი, ბარსა კიდე თითქოს ქაოსურად აკეთებდა ამას. ფერმინსაც არ წაუვიდა თამაში(ოლმო მაგრად დამაკლდა), იამალმაც ჩააგდო ფაქტიურად თამაში, მაგ 99%მომენტში ეგრე არ უნდა ურტყავდე. მარტინი კიდე, რავი, კი ბარსელონელია, კი მაგათი სკოლისაა, მარა აშკარად არა ძირითადის. ბარსას ბევრად მაღალი კლასის მცველი უნდა თუ ლიგაზე გაქვს პრეტენზია. მბამპემ სახეზე აიფარა ხელი და ისე გაატანინა ფაქტიურად, ეგრე დაცვის ცენტრიდან დაბალი ბურთის გამოტანა ვის გაუგია! გუნდიც გადაღლილს გავდა, მარა უფრო იმიტომ რომ ორგანიზებულად არ ტამაშობდნენ და მეტი სირბილიც და დაღლაც უწევდათ. ეს თამაში მე თუ მკითხავთ გუნდების მდგომარეობებით ფრეს იმსახურებდა, მაგრამ ბარსა ძაან ცოდავდა დაცვაშიც და თავდასხმაშიც, ხო და დადგა ის შედეგი რაც დადგა…

  • Lasha Tchelidze
    Lasha Tchelidze გულშემატკივარი
    schedule 26 ოქტ 2026, 12:42
    #2

    შენც ძაან ცუდი მატჩი გქონდა ჯიგაროო😀 კამავინგას ეგრე როგორ უნდა დააჩაგრინო თავიიი არ მესმიის

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 26 ოქტ 2026, 12:42
    #1

    ამანაც მაგარი თოხლა კამავინგასთან გუნდი სასწაულად გადამწვარია და ესაა ფლიკის ბრალი სხვა არავისი პლიუს ფეხბურთელები ყავს ამოჩემებული ზოგი ბალდე მაგალითაფ რა ნაკლებად ითამაშა გუშინ? რაც შემოვიდა დაცვაში კარგად იდგა უბრალოდ შეტევაში მოიკოჭლებს,მოკლედ არვიცი ამ გუნდის მაქსიმუმი რაიქნება თუარ დაიხია უკან დიდ თამაშებში დაცვა ნებისმიერი გაგვარღვევს ან ეს რაიყო პედრის უკან რაუნდოდა და როდრის წინ ასე მგონია რო ამ კაცს ტაკტიკის საერთოდ არაფერი გაეგებათქო ლიჟბი შეუტიოს და ყველა წინ იყო ამიტომაც გამიაგდეს ბავარიიდანაც და ნაკრებიდანაც,ლიგა თუ ვერ დადო წელს აუცილებლად გასაშვებია,ფაბრეგასს მოვიყვანდი სხვა ვარიანტი არც ჩანს პლოუს ასე მგონია იანალსაც ვერ იყენებსთქო დიდად ეს კაცითქო დე ლაფუენტე უფრო მაგრად იყენებს ვიდრე ფლიკი,მოკლედ იმედი მაქვს ყველა ფეხბურთელი კონდიციებში ჩადგება და იქნებიან შუა ზამთრისკენ ფორმაში მცველი საჭირო თორე ნებისმიერი გაგვარღვევს,მოკლედ ზაფხულისკენ ფაბრეს დავკერავდი არც უტყვის უარს ჩვენი კაცია და თუარ გამოვა აი პეპის გარდა სხვას არც განვიხილავდი.