გერმანულმა Euromericas Sport Marketing-მა, კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი, 400 მილიონ ევროდ შეაფასა, იტყობინება Sport.es.
ინფორმაციის თანახმად, მესის შესაფასებლად 20-ზე მეტ პარამეტრს მიექცა ყურადღება, მათ რიცხვში შედის მესის სათამაშო უნარი, ჟურნალისტების მისდამი ინტერესი, რეპუტაცია სპორტში, სხვადასხვა ბრენდების შესაძლო ინტერესი მესისადმი და ა.შ.
შეფასებისას ხაზი გაესვა იმას, რომ “ოქროს ბურთის” ოთხგზის გამარჯვებულის გამოსასყიდი თანხა, როგორც მის კონტრაქტშია მითითებული, 250 მილიონ ევროს შეადგენს.