workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი კატალონიაში დაბრუნდა

მესი კატალონიაში დაბრუნდა

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი, ლიონელ მესი კატალონიაში დაბრუნდა და ხვალ გუნდის სავარჯიშო პროცესში მონაწილეობას მიიღებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში მესი ტრავმის მკურნალობას ცდილობდა და ყველაზე მეტი დრო თავის მშობლიურ ქვეყანაში გაატარა.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის გოლეადორი ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის, “ელჩეს” წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს. მომდევნო კვირას, 8 იანვარს “ბარსელონა” გამართავს ესპანეთის 1/8 ფინალის მატჩს “ხეტაფესთან”, რომელშიც, როგორც მოსალოდნელია, მესი მოედანზე რამდენიმე წუთს გაატარებს. არგენტინელი სრულ მზადყოფნაში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მატჩისთვის უნდა იყოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward