workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალავესი ლოგო

ალავესი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მანჩესტერ იუნაიტედი ფერმინ ლოპესით დაინტერესდა

მანჩესტერ იუნაიტედი ფერმინ ლოპესით დაინტერესდა

bolt მოკლედ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფერმინ ლოპესის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია მოიკითხა, თუმცა "ბარსელონა" ფეხბურთელის გაყიდვას არ განიხილავს. კატალონიელები მოლაპარაკებების დაწყებას სარფიანი შეთავაზების შემთხვევაშიც გამორიცხავენ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ფერმინ ლოპესის შეძენით დაინტერესდა, მაგრამ “ბარსელონას” პოზიცია უცვლელია – ესპანელი ნახევარმცველი არ იყიდება.

SPORT-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ფერმინის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მოიკითხა, თუმცა კატალონიელები ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რამდენად სარფიან წინადადებას მიიღებენ.

23 წლის ნახევარმცველი ჰანსი ფლიკის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თავად ფერმინიც “ბარსელონაში” ბედნიერია და კლუბის დატოვების სურვილი არ აქვს.

2026 წლის თებერვალში ფერმინ ლოპესმა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2031 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესი ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი მოკითხვით შემოიფარგლება და კლუბებს შორის ოფიციალური სატრანსფერო მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი