workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იამალი: ათასჯერ მიგრძვნია რასიზმი, მაგრამ ჩემს გაბრაზებას ვერ მიაღწევენ

იამალი: ათასჯერ მიგრძვნია რასიზმი, მაგრამ ჩემს გაბრაზებას ვერ მიაღწევენ

“გიგრძვნია რასიზმი, ასე ვთქვათ, პირდაპირი ფორმით?” – ხორხე ვალდანოს ამ შეკითხვას გადაცემა Universo Valdano-ში “ბარსელონას” გარემარბის მხრიდან 2024 წლის 26 ოქტომბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “ელ კლასიკოში” მომხდარი ეპიზოდის გახსენება მოჰყვა. იმ შეხვედრაში გოლის აღნიშვნისას მას და რაფინიას ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი, რასისტული და ქსენოფობიური შეძახილებით მიმართეს.

“დიახ, ათასჯერ. ხალხი ირიბად რასისტია შენ მიმართ, თუმცა შესაძლოა ამას თავადაც ვერ აცნობიერებდნენ. არის უამრავი კომენტარი, უამრავი მზერა, არაერთხელ… რომლებიც რასისტულია, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან. ამასთან, მე ისეთი ადგილიდან მოვდივარ, სადაც… იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ნორმად უნდა მიიღო, რადგან რაც ცუდია, იმას ვერ შეეგუები, მაგრამ ისეთია, რომ აღარ გაწუხებს.”

19 წლის ვარსკვლავმა “რეალ მადრიდთან” იმ დაპირისპირების კონკრეტული მომენტი გაიხსენა:

“მაგალითად, ის ცნობილი ვიდეო ‘ბერნაბეუდან’, სადაც მე და რაფინიას ყველაფერს გვეძახდნენ, ხალხი კი ჩემი რეაქციით გაოცებული დარჩა. საბოლოო ჯამში, იმით, რომ ვიღაც შავკანიანს დამიძახებს, საერთოდ არ გავღიზიანდები – მე შავკანიანი ვარ, სხვა ფერის ხომ არ ვარ?! სხვა საკითხია ის, რომ ეს ცუდია და არასწორია, რადგან დამამცირებელი კონტექსტით მეუბნება. დიახ, ეს ცუდია, მაგრამ რასაც ნამდვილად არ გავაკეთებ, ისაა, რომ მატჩის დროს, სადაც ადამიანებმა ჩემ სანახავად ბილეთში ფული გადაიხადეს, უპატივცემულო ადამიანის გამო გავბრაზდე.”

ინციდენტის შემდეგ ლა ლიგამ ფაქტი ეროვნულ პოლიციაში გაასაჩივრა, ხოლო “რეალ მადრიდმა” შიდა გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც შეურაცხმყოფელი შეძახილების მთავარ ავტორად არასრულწლოვანი პირი ამოიცნო.

არასრულწლოვანთა პროკურატურის გადაწყვეტილებით, დამნაშავეს 12 თვით ოფიციალურ საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აეკრძალა, 30-საათიანი სოციალურ-საგანმანათლებლო სამუშაოების შესრულება დაეკისრა და ფეხბურთელისთვის ბოდიშის მოხდა დაევალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი