workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რასინგი ლოგო

რასინგი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა – რასინგი | განაცხადი ცნობილია

ბარსელონა – რასინგი | განაცხადი ცნობილია

calendar_month მატჩის დრო: 16 სექტემბერი, 23:30

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა სანტანდერის “რასინგთან” დღეს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა. გერმანელმა სპეციალისტმა პრაქტიკულად იგივე შემადგენლობა გამოიძახა, რომლითაც გასულ კვირას ვალენსიაში “ლევანტეს” დასაპირისპირებლად გაემგზავრა.

ერთადერთი გამონაკლისი აკადემიის აღზრდილი ბრიან ფარინიასია, რომელიც სამწვრთნელო გადაწყვეტილებით სიის მიღმა დარჩა, რადგან სამატჩო განაცხადში ადგილების რაოდენობა 23-ითაა შეზღუდული. ფარინიასი “სიუტატ დე ვალენსიაზე” გამართულ შეხვედრაშიც ტრიბუნაზე იჯდა.

ჰანსი ფლიკის განკარგულებაში სულ 23 ფეხბურთელია:

  • მეკარეები: ჟოან გარსია, ვოიცეხ შჩესნი, დომინიკ ლივაკოვიჩი;
  • მცველები: ჟოაუ კანსელუ, ალეხანდრო ბალდე, პაუ კუბარსი, ჩავი ესპარტი, ანდრეას კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, ჟიულ კუნდე, ერიკ გარსია;
  • ნახევარმცველები: როდრი, გავი, ფერმინ ლოპესი, პედრი, დანი ოლმო, მარკ ბერნალი;
  • თავდამსხმელები: გაბრიელ ჟეზუსი, ლამინ იამალი, რაფინია, კარიმ ადეიემი, ენტონი გორდონი, ჰამზა აბდელკარიმი.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Andro dugladze
    Andro dugladze ახალბედა
    schedule 16 სექ 2026, 16:16
    #1

    კიმარა დე იონგი სადაა ბოლობოლო როდემდე უნდა იყოს ლაზარეთში, ძაან მაინტერესებს როდრისთან ერთად