ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს “ბარსელონამ” მოულოდნელი და ხმაურიანი შეთანხმება დახურა: ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი კარიერას კატალონიურ გრანდში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ტრანსფერის დეტალები და ფინანსები
“არსენალთან” ყველა დეტალი შეთანხმებულია. “ბარსელონა” ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაიხდის. თავად ფეხბურთელმა კატალონიელთა შეთავაზებას უკვე თანხმობა განუცხადა.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და კლუბების იურისტები საჭირო დოკუმენტაციას ამზადებენ. ჟეზუსი ესპანეთში გაემგზავრება, სადაც ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
დეკუს მოულოდნელი სვლა
როგორც დღეს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო იტყობინებოდა, გაბრიელ ჟეზუსის დამატება პირადად სპორტული დირექტორის, დეკუს ინიციატივა და სურვილი იყო. ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, კლუბმა შემტევი ხაზის გასაძლიერებლად სწორედ გამოცდილი ბრაზილიელის კანდიდატურა შეარჩია.
მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს 24 საათში დადასტურდება.
სიქიმა ანჩელოტი ეს როარ წაიყვანა მსოფლიოზე აბა ნეიმარმა რა ქნა 1 პენალი გაიტანა და ვსოო
მე ამის გოლეადორობის არ მჯერა მარა კაი ჰა ჯანდაბას 10 მილიონად ეგდოს ზკამზე მაინც თავს დავიზღვევთ საჭიროა ნამდვილი ცხრიანი რა იცი რა ხდება თანაც ჩვენი სტილისაა მაგრამ რავი რაც თავი მახსოვს გატანის გარდა ყველაფერი იცის…
საოცრებები აკეთა დეკუმ. რაის ალემანი ჩემი დედა … ამან რაც ამ ფანჯარაზე ქნა ისტორიაში არ უქნია ეგეთი არავის. იმენა წერტილ-წერტილ გააძლიერა პოზიციები. ერთი თუ მცველიც იკისრა და მოგვასკდეს ბარეორი. ეს კი ზამენიდან იდეალურია,ფორვარდი გვჭირდებოდა ძალიან,ბიჭებსაც დაასვენებს,უდიდესი გამოცდილება აქვს და ბავშვებსაც ბევრს ასწავლის. ტრავმებზე ფლიკის კოყვანიკი ფიზმომზადების მწვრთნელი იზრუნებს,თან ძაან ბევრი თამაში არ მოუწევს და ნაკლები შანსია იმდენად დაიტრავმოს. ალვარესზე ზამთარში უნდა გაიწიონ და წლები მარტო აკადემიას დავეყრდნობით. სადაა ის ხალხი რო ამხობდა თავზე დეკუს და ლაპორტას. მარტო თამაშის დღეს გამოჩნდნენ. ერთი არ დაუწერიათ რო საღოლ რაც იმუშავესო,მარა იმიტო რო ჩა***ას ელოდებიან გულში,მერე ჩამოაწყობენ ეს კი არა ეს უნდა ეყიდათო და დაიწყებენ ისევ დასხმას
მართალი ხარ მეგობარო, ერთერთი მე ვიყავი ვინც დეკუს ლანძღავდა და იმ დროისთვის არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ რაც ამ ზაფხულს გააკეთა ეგ სასწაული არის. ზამთარში ერთი მაგარი ცენტრალური მცველი დადოს და ეგაა. 2008 წლოდან ვარ ბარსელონას გულშემატკივარი და მე ესეთი სატრანსფერო ფანჯარა არ მახსოვს. შეიძლება 2014-15 ფანჯარა შევადაროთ.
კარგია ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რაც არ უნდა იყოს ჯესუსია და მაღალ დონეზეც ნათამაშები აქვს და კლასიც აქვს თან ამ ფასად ესეთი კალიბრის კოთამაშე იდეალურია სკამისთვის, გამიცდილებაც აქ უჩლ-ზე და ბევრ ტოპ ქომფეთიშენებზე მგონია რომ
კარგი შენაძენია
ამ ფასად არ ველოდი ერთ დროს მართლა მინდოდა ბარსაში ყოფილიყო ისევე როგორც გორდონი და ადეიემი, ვნახოთ სკამისთვის იდეალურია თან წესით არ უნდა გაუჭირდეს ადაპტაცია..
ვააა საინტერესოა. 10 ლიმონად ტოპ ზამენა.
ერთ დროს უდიდეს ტალანტად ითვლებოდა და მაღალ დონეზე ნათამაშევი აქვს; სელესაოს ძირითადის 9 ნომერი იყო და სიტიშიც საკმაოც კარგად გამოიყურებოდა; უბრალოდ მერე გაყიდეს, რადგან ჰალანდი და ალვარესი მოჰყავდათ
ცუდი არა, სულ არაფერს ჯობდა სკამიც იზრდება და კარგია მივესალმები რატომაც არა ამ ფასში იყოს, მთავარია რას იზამს გამოჩნდება პლიკის ხელში სადაც სხვებმა იფრინეს ესაც იზამს რამეს მჯერა
რა ჟესუსი რად გვინდოდაო? მართლა წერთ? სადაც იყო, სიტიში და არსენალში ყველგან მეორე/მესამე არჩევანი იყო და შედეგიანობას შეხედეთ. ტექნიკურია, სწრაფია, იხსნება პლუს ბრაზილიელია. 10 მილიონად მეტი რა უნდა იყოს? არ გამოდის ალვარესი და ამ სისტემაში სხვა ვინ უნდა ჩაჯდეს?
ამათ შიგააქვთ, რა ჟესუსი ბიჯო, რა ღლედ უნდოდათ ეს? თუ ყიდვა იყო გიოკერეში მოეყვანათ, ეს გადაჭრილი ვალინკი რადგვინდა
გადადი ჰოკეიზე ❤️ძმა
წელს დეკუმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა! არ მოველოდი ნამდვილად.
ნელნელა მაგარ სპორტულ დირექტორად ყალიბდება!
Წელს მაქსიმუმს აკეთებენ რადგან მომავალ წელს ერთ პლიუს ერთი წესიდან ამოვარდებიან ისევ
ფორმაში შევიდეს და კაია იმენა უფასოდ მოიყვანეს ლამის,,კაროჩე ცენტრალური მცველი გააძრონ ვინმე ეხა ლიჟბი რა
თუ მოყავთ ის ლუკება მოიყვანონ
ლუკება კიარა თუ უნდათ კვირკველია იყიდონ😂😂ვინმე იყიდონ ლიჟბი
აი ამას მაღდად ვერ ვიფიქრებდი იდეის დონეზეც არ გაჟღერებულა ამის სახელი
მოაშორეთ
თუ ტრავმები არ ექნება ამაზე მაგარი სკამზე არ ვიცი, მითუმეტეს ამ ფასში, მაგრამ ვაი რომ სულ დამტვრეულია.
საღოლ ძმაა იდეალური ზამენაა, თან თუ ტრავმები მოიშორა ფლიკის ხელში.
10 მილიონი 🤣 საღოლ დეკუ
მშვენიერია. დრო თუ მიეცა 20-+ გოლს დადებს ჩვეულბრივად. 10 მილიონო ჩავთვალოთ გვაჩუქეს😀 ზამთრისთვის ალვარესის ფულიც დარჩება. ახლა მარცხენა ფეხიანი მცველი და მზად ვართ ბარეორის გასაჟიმათ👌
უმაგრესია კაცია, სკამისთვის არის ზეიდეალურიიი, ამის კლასი ბევრს არ აქვს რო იცოდეეთ და ნახავთ ყველანი რეებსაც იზამს ეს კაცი როცა თამაშის საშუალება ექნებაა <3 10 მილონათ თან 👏
კარგია მომწონს კარგი ფეხბურთელია კარგი ტრანსფერის