მესი გოლებით მარადონას გაუთანაბრდა

მესი გოლებით მარადონას გაუთანაბრდა

”ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი კარიერის გოლებით ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, დიეგო არმანდო მარადონას გაუთანაბრდა. 

თითოეული ფეხბურთის ანგარიშზე 345 გოლია. აღსანიშნავია, რომ მესის 313 გოლი კლუბის მაისურით აქვს გატანილი, ხოლო 32 არგენტინის შემადგენლობაში. მარადონას კი, თავის მხრივ 311 გოლი ჰქონდა საკლუბო დონეზე და 34 - სანაკრებო.

345 გოლის გასატანად მესის, მარადონასთან შედარებით 223 მატჩით ნაკლები დასჭირდა (მესი - 457 მატჩი, მარადონა - 680 მატჩი).

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.