workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალი” და “ლივერპული” პედროსთვის იბრძოლებენ

“არსენალი” და “ლივერპული” პედროსთვის იბრძოლებენ

ინგლისის პრემიერლიგის გრანდები, “არსენალი” და “ლივერპული” კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი ფორვარდის, პედრო როდრიგესისათვის ნადირობას იწყებენ. იტყობინება,  Express.

ლონდონელთა თავკაცი, არსენ ვენგერი პირადად იწვევს კლუბში 26 წლის თავდამსხმელს, რომლითაც გუნდის შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. “ლივერპულში” კი თვლიან, რომ პედრო ლუისს სუარესსთან ერთად შესანიშნავ ტანდემს ჩამოაყალიბებს. 

პედროს “ბარსელონასთან” მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 26 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 14-ჯერ დალაშქრა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward