დღეს “ბარსელონამ” და “აიაქსმა” 34 წლის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ნიდერლანდურ კლუბში იჯარა ოფიციალურად დაადასტურეს. გერმანელმა მეკარემ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ახალმა გუნდმაც წარადგინა.
კარგი წინათგრძნობა და დამაჯერებელი პროექტი
“აიაქსის” ფეხბურთელის რანგში გაკეთებულ პირველ განცხადებაში ტერ შტეგენმა მოლაპარაკებების პროცესი გაიხსენა:
“როდესაც კონტაქტი დავიწყეთ, მათ შორის ჟორდისთანაც (კრუიფი), თავიდანვე კარგი შეგრძნება მქონდა. თუ იცნობ მწვრთნელს და იმ მოთამაშეებს, რომლებთანაც პროექტის შესახებ საუბარი შევძელი, ეს ყველაფერი ძალიან დამაჯერებელია.”
ისტორიული კლუბის დაბრუნება
საკუთარ მიზნებზე დასმულ კითხვას გერმანელმა მეკარემ ასე უპასუხა:
“მინდა ეს კლუბი, დიდი ისტორიისა და პოტენციალის მქონე გუნდი, არა მხოლოდ ნიდერლანდებში, არამედ ფეხბურთის უმაღლეს ეშელონებში დავაბრუნო. ის იქ უნდა დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია და ამის მისაღწევად მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას.”
forum კომენტარები (0)