დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ამხანაგური schedule 22:45

ბირმინგემი

ბირმინგემი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ტერ შტეგენი აიაქსს დღეს შეუერთდება

ტერ შტეგენი აიაქსს დღეს შეუერთდება

მარკ ტერ შტეგენმა “ბარსელონადან” წასვლის საკითხი გადაწყვიტა და სეზონის ბოლომდე იჯარით ამსტერდამის “აიაქსში” ითამაშებს. Mundo Deportivo-ს ცნობით გერმანელი მეკარე დღეს “სენტ ჯორჯს პარკზე” მიმდინარე შეკრებას დატოვებს, რათა ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.

მან გუშინ საღამოს სესიაზე აღარ ივარჯიშა, რათა წასვლასთან დაკავშირებული პროცედურები დაუყოვნებლივ დაეჩქარებინა. მოლაპარაკებებში არსებული გარკვეული უთანხმოებების გამო, ბოლო კვირებში ტრანსფერი შეჩერებული იყო, თუმცა, ამას ოპერაციის სრული ჩაშლა არ გამოუწვევია და პროცესი საბოლოოდ წარმატებით სრულდება.

მიჩელი, “აიაქსის” მწვრთნელი, რომელმაც ის თავის დროზე “ჟირონაშიც” დაიმატა (თუმცა ტრავმის გამო ეს პერიოდი ხანმოკლე გამოდგა), ახლა ტერ შტეგენის მთავარი მხარდამჭერია. თანაგუნდელებსა და “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბთან დამშვიდობების შემდეგ მარკი ინგლისიდან გაემგზავრება, რათა “აიაქსთან” მომდევნო წლის 30 ივნისამდე გათვლილი იჯარა დახუროს და “ჟირონას” ყოფილი მწვრთნელის განკარგულებაში გადავიდეს. ჯერჯერობით უცნობია, ტერ შტეგენი პირდაპირ ნიდერლანდების დედაქალაქში გაემგზავრება თუ ახალი გამოწვევის დაწყებამდე ბარგის ჩასალაგებლად ბარსელონაში დაბრუნდება.

ბოლო ორ სეზონში ტერ შტეგენს ტრავმებმა შეუშალა ხელი და ჟოან გარსიას ტრანსფერის შემდეგ, მისი წასვლის საკითხი აქტიურად განიხილებოდა. “ბარსელონასა” და “აიაქსს” შორის იჯარის თაობაზე ყველაფერი კვირების წინ იყო შეთანხმებული. მხოლოდ ხელმოწერა რჩებოდა, თუმცა ოპერაციას, რომელიც მარტივი ჩანდა, გარკვეული გართულებები ახლდა. მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროების თანახმად, გერმანელმა მეკარემ შეთანხმება შეაჩერა, რათა გაერკვია, ვინ აიღებდა საკუთარ თავზე საგადასახადო ტვირთს, რომელიც ნიდერლანდებში საგრძნობლად მაღალია.

შეთანხმების დროებით ჩაშლის შემდეგ, გუნდის პირველი კაპიტანი ტერ შტეგენი ჰანსი ფლიკის გუნდს წინასასეზონო მზადების პროცესში შეუერთდა. მოგვიანებით ის “სენტ ჯორჯს პარკზეც” გაემგზავრა, სადაც გუშინ დილამდე ვოიჩეხ შესნისთან და აკადემიის ორ ახალგაზრდა მეკარესთან – არონ იააკობიშვილთან (რომელიც გასულ სეზონში “ანდორაში” იყო განათხოვრებული) და იკერ როდრიგესთან ერთად ვარჯიშობდა, სანამ “ბარსელონასა” და მეკარის იურისტებს შორის მოლაპარაკებები გრძელდებოდა.

უთანხმოებების მიუხედავად, მიიჩნეოდა, რომ იჯარა მაინც შედგებოდა და ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო. 31 ივლისი მნიშვნელოვანი თარიღი გახლდათ, რადგან ეს არის ბოლო ვადა, როდესაც “აიაქსმა” კონფერენს ლიგის მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს, მიჩელს კი მეკარის დამატება სურს. ნიდერლანდელებმა საგზური გუშინ გაინაღდეს მას შემდეგ, რაც “ვოივოდინა” დამაჯერებლად დაამარცხეს (ორი მატჩის ჯამში 8-2). საპნის ოპერის დასრულებასთან ერთად, ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შეთანხმება მიღწეულია. ტერ შტეგენი “აიაქსში” ითამაშებს, სადაც ტრავმების გამო თითქმის ორწლიანი უქმობის შემდეგ, საუკეთესო ფორმის დაბრუნებას იმედოვნებს (ტრავმებმა მას, სურვილის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალებაც არ მისცა).

აღსანიშნავია, რომ ფინანსური კუთხით ეს “ბარსელონასთვის” დიდ დანაზოგს არ ნიშნავს: კლუბი თავდაპირველად ფეხბურთელის ხელფასის 90%-ს ფარავს, თუმცა ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, “აიაქსი” შეთანხმებული 10%-ის გარდა, დამატებით მცირე ნაწილსაც გადაიხდის. სხვა საქმეა სპორტული ასპექტი. ფლიკი მასზე იმედს აღარ ამყარებდა და მეკარისთვისაც საუკეთესო ფორმის დასაბრუნებლად ისეთ კლუბში წასვლა იყო გამოსავალი, სადაც სათამაშო წუთებს მიიღებდა. ახლა მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • Manu14
    Manu14 გულშემატკივარი
    schedule 31 ივლ 2026, 20:26

    თუ მთელ ხელფასს უხდიან ჩამოაშორონ გუნდს დააქვეითონ ბარსა ბ ში და აყურყუტონ იქ და თვითონ წავა მერე

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 31 ივლ 2026, 16:26

    კაროჩე ამ იჯარებით ამოუწურავენ კონტრაქტს პლიუს ხელფასისი 90% ბარსამ უნდა უხადოს და წავა მერე უფასოდ და ბარსელონაზე დაიწყებს ლანძღვას ამის უნამუსო კარგიც

  • JasoN
    JasoN ვეტერანი
    schedule 31 ივლ 2026, 12:09

    ბიჭო გაგიჟდება კაცი რააა((( ამდენი წელია მუქთა ფულს აღებინებენ და გაუწყვიტონ კონტრაკტი და ერთიანად გადაიხადონ რაც გადასახდელია და მოაწყვიტონ რა გახდა ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა არჩინონ ეს ადამიანი? 90 % უხდიან ხელფასის კიდე ერთი წელი მინიმუმ და ჩვენ გუნდს იურისტები სათევზაოდ ყავთ გაშვებული?

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 31 ივლ 2026, 10:26

    დიდი უნამუსო კაცი გამოდგა, ესეც კაპიტანია და პუიოლიც კაპიტანი იყო?