რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, “ბარსელონას” 9 ნომრის პოზიცია ჯერ კიდევ ვაკანტური აქვს. მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია, თუმცა მადრიდის “ატლეტიკო” კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებებზე კატეგორიულ უარს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის ბოლო კვირა დაიწყო (ჟოან ლაპორტას თქმით, ეს არგენტინელის სანაცვლოდ მაისის ბოლოს გაკეთებული 100-მილიონიანი შეთავაზების ბოლო ვადაა), “ბარსელონაში” სიჩქარესა და სასოწარკვეთას არ გრძნობენ.
ალტერნატივები შეტევაში
ალვარესი კლუბს კვლავ ძალიან აინტერესებს, თუმცა მარკუს რაშფორდის იჯარის დასრულების შემდეგ ენტონი გორდონისა და კარიმ ადეიემის დამატების ფონზე, გამორიცხული არ არის, რომ “ბარსელონამ” ამ ზაფხულს სხვა თავდამსხმელი აღარც დაიმატოს (თუ ვინმე მნიშვნელოვანი არ წავიდა). ინგლისელისა და გერმანელის გარდა, შეტევის ცენტრში თამაში შეუძლიათ ფერან ტორესს (რომელსაც წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს), დანი ოლმოსა და რაფინიასაც კი.
ჰანსი ფლიკს უმაღლესი დონის 9 ნომრის დამატება სურს, თუმცა კლუბში იწყებენ გააზრებას, რომ უბრალოდ ტრანსფერის გამო ვინმეს არ იყიდიან, მით უმეტეს, რომ ბაზარზე ხელმისაწვდომ ფასად ტოპ-მოთამაშეების პოვნა რთულია.
არგენტინელის სურვილი და “ატლეტიკოს” ვეტო
რაც შეეხება 26 წლის ხულიანს, “ბარსელონა” აცნობიერებს, რომ მისი დამატება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა 22 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სიტუაცია დაძაბა და განაცხადა, რომ ოცნების ასახდენად “ატლეტიკოს” ტრანსფერი სთხოვა. მას “ბარსელონა” არ უხსენებია, თუმცა იგულისხმებოდა სწორედ ის კლუბი, რომელიც ბავშვობაში “რივერ პლეიტთან” ერთად დაასახელა.
ვნახოთ, გადადგამს თუ არა ახალ ნაბიჯებს “ობობა” საკუთარი წასვლის დასაჩქარებლად (მას დიეგო სიმეონე 10 აგვისტოს ელოდება). ამ ეტაპზე “ატლეტიკო” მზადაა განიხილოს მისი მიყიდვა მხოლოდ “არსენალისთვის” (ტრანსფერში შვედი ვიქტორ გიოკერესის ჩართვით) ან “პარი სენ-ჟერმენისთვის”.
როგორც მიგელ ანხელ ხილ მარინმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ორი დღით ადრე გულშემატკივრებს მიანიშნა, მადრიდელებს “ბარსელონასთვის” ვეტო აქვთ დადებული. კატალონიელები ალვარესის სანაცვლოდ უკვე შეთავაზებულ 100 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებენ და სიტუაციის განსამუხტად გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვასაც არ შესთავაზებენ, რადგან “ატლეტიკოს” მოლაპარაკება საერთოდ არ სურს. “ბარსელონა” მოვლენების განვითარებას მშვიდად ელოდება – ჰანსი ფლიკს მეტი სურს, მაგრამ მას უკვე საკმარისი შეტევითი პოტენციალი აქვს.
Კიდე ფერანის იმედად ყოფნა პიზდეცია.
რეალმა როდრი და დიომანდეც დაიმატა ფაქტობრივად და რავიი ფურცელზე რო უყურებ ტიპებს ყველა პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ეყოლებათ ალბათ 😆 მსოფლიო გუნდს აწყობენ , ამდროს ძია ჰანსიმ კიდე თუ უტიტულოდ დატოვა ეგ იქნება საუკუნის ღადაობა 😆
არ ჭრის ძმაო ეს ვარსკვლავებით გატენვა გუნდის და ფაქტია. ეჭვიც არ შეგეპაროს რო წაკუზულები დარვებიან. დიომანდე კიდე ან გაამართლებს ან არა. როდრი დონეა ბაზარი არაა გაასწორებდა ბარსაში მარა ტრამვიანი, აგერ კიდე წელის ოპერაციას იკეთებს მგონი თვეები გაუცდება(ჯერ არც დაუმატებიათ პრინციპში). კონატე საშინელებაა, დუმფრიზს ათასში ერთხელ თუ აუდგა მაშინ თამაშობს კარგად. ერთადერთი კუკურელია დაიმატეს მართლა მოშნი. ტრადიციისამებრ მოიჭიმებიან არაა სანერვიულო. ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ. კაი მოშნი მცველი გვინდა ერთი რომერო ან ლაპორტი, ნახ.დაცვაში უეჭველი დასამატებელია ვინმე თორე დე იონგის იმედზე ყოფნა არ შეიძლება და ფორვარდად რავიცი ალვარესი გამორიცხულია და ალბათ ისევ ფერანზე გააკეთებენ ფსონს, ან ვაბშე უფორვარდოდ ვითამაშებთ. ავტობუსებთან ფორვარდის გარეშე კი გაჭირდება მაგრად.
Ფორვარდის შეძენას საერთოდ აღარ აპირებენო და მაგ შემთხვევაში რა ხდება? Რაფინიას შემოწევენ ცენტრში თუ ფერანის და აბდელკარიმის იმედზე ვრჩებით?
Sheileba flikma psgs mibadzos da rafinia gordoni yamali daayenos shetevashi da rafa da gordoni shecvlian poziciebs momentebshi. Feranis dayenebas es sameuli mirchevbia dziritadshi ferans meoreshi shemoiyvan da egaa ra. Kargi iqneba tu iyidian forfards mara tu ar iyides es sameuli unda iyos chemi azrit
რა შესცეს ამ ალვარესის, ატლეტიკო არ უშვებს და ესეც არ იკლავს თავს. ხო და მიაფსას მადრიდელებს. 100 მილიონად ოიარსაბალი და ლაპორტი მოიყვანონ, შეტევასაც ეშველება და დაცვაც დაბალანსდება, ვაჟა ფშაველას სტუმარ-მასპინძელს რომ გავს.
ძალიან სწორი პოლიტიკაა, მე არ მჯერა რო ფერანი თუ ძირითადი ცხრიანი იქნება იმაზე მეტს გაიტანს ალვარესი, კი მაგარი მაზილაა ფერანა მარა, არც ალვარესია გოლეადორი, მე მივესალმები კეინს, 2-3 წელი იმდენ გოლს გაიტანს რაც მთელ ატლეტიკოს არ დაესიზმრება.
და აშკარად აწვებიან ესპანეთის იდეოლოგიას, ერთი შემტევით და ფეხბურთელების სწორად გამოყენებით მოიგეს მსფოლიო
ფერანის იმედად დარჩენა დამღუპველი იქნება არადა, მარა როგორც ჩანს ეგ ბედი გველის.
ფერანი სუპერსაბია და არა სტარტერი, სტარტერად აუცილებლად გვჭირდება სერიოზული ფორვარდი და 5 კაპიკად არავინ მოუვათ ამ უბედურებს
პ.ს. ალვარესი ძალიან გამტანი ფორვარდია უბრალოდ ატლეტიკოში და სიტის ბენჩზე 20ზე მეტ გოლს ვერ გაიტან ადამიანი. აი ბარსა რასაც თამაშობს მაგ სუპერშემტევ ფეხბურთში ალვარესი სულ მცირე 30+გოლს დაგიდებს სეზონში.