workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სპოტიფაი კამპ ნოუს ახალი საფარი ექნება

სპოტიფაი კამპ ნოუს ახალი საფარი ექნება

“სპოტიფაი კამპ ნოუს” სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება და დღეს სეზონის ბოლოსთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ტრადიციული პროცესი დაიწყო – მინდვრის საფარის შეცვლა. “ბარსელონას” სურს, რომ მოედანი ჟოან გამპერის თასისთვის (რომელიც 19 აგვისტოსაა დაგეგმილი და მეტოქე ჯერ უცნობია) და ლა ლიგის დაწყებისთვის იდეალურ მდგომარეობაში იყოს. კატალონიელებმა პირველ ტურში “ბილბაო” 16 აგვისტოს უნდა მიიღონ, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, გადაიდება თუ არა ეს მატჩი მუნდიალზე “ბარსელონას” ფეხბურთელების დიდი რაოდენობით ყოფნის გამო.

გაზონის გამოცვლის პროცესი

ამ ვითარებაში “ბარსელონას” მინდვრის საფარის შესაცვლელად და მოსამზადებლად თვეზე მეტი დრო ექნება. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ახალი ჰიბრიდული სისტემა მატჩების განახლებისთვის მზად იყოს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ სპეციალური ტექნიკა გაზონზე უკვე მუშაობს და ძველი საფარის გარკვეული ნაწილი უკვე აღებულია. მომდევნო კვირის განმავლობაში “სპოტიფაი კამპ ნოუს” ძველი გაზონის აღება დასრულდება, მოედნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და ახალი საფარი დაიგება.

პარალელური სამუშაოები სტადიონზე

ამის პარალელურად, “სპოტიფაი კამპ ნოუს” მესამე იარუსის სტრუქტურის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს და საყრდენები, რომლებზეც მომავალში სახურავი დამონტაჟდება, უკვე თითქმის მთელ სტადიონს აკრავს. გარდა ამისა, გარე სამუშაოებიც კარგი ტემპით მიიწევს წინ. ლურჯ-ბროწეულისფერი ფაიფურის დეკორატიული ზოლები ექსტერიერის დიდ ნაწილზე უკვე შესამჩნევია. ასევე, ე.წ. “ალმასები”, სადაც მაღაზიები და კვების ობიექტები განთავსდება, უკვე შემინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი სეზონის დასაწყისშივე იქნება შესაძლებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 11 ივლ 2026, 10:56
    #3

    ახლა ამას დაჭრიან ასანთის კოლოფის ზომის ნაწილებად და კამპ ნოუს მაღაზიაში 10 ევროდ დადებენ. ნუ მე რო ვიყავი მაშინ ასე ღირდა. თან გამჭვირვალე პლასტმასის კოლოფებში ჩადებენ.

  • Tiki-Taka
    Tiki-Takaeco ახალბედა
    schedule 10 ივლ 2026, 01:37
    #1

    უსწრაფესი ტემპით მიდის, 3 წლით ადრე უნდა მორჩენილიყო და კიდე 3 წელშიც არ მორჩება ალბათ.