workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავიოლა:” მესი მეხუთე “ოქროს ბურთს” იმსახურებს”

სავიოლა:” მესი მეხუთე “ოქროს ბურთს” იმსახურებს”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ სავიოლამ მის ყოფილ გუნდზე ისაუბრა. 

“მარტინო შესანიშნავი მწვრთნელია. “ბარსელონა” იგებს მატჩებს და აჩვენებს ლამაზ ფეხბურთს. ბევრი რამ არ შეცვლილა. მხოლოდ შეიცვალა მწვრთნელისა და რამდენიმე ფეხბურთელის სახელი. ისინი ისევ ცდილობენ სამივე ტურნირში მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენონ.”

“ძალიან მინდა მესიმ მეხუთე “ოქროს ბურთი” მოიგოს. ჩემთვის ის საუკეთესოა. როდესაც მესის თამაშს ვუყურებ, ვხვდები, რომ ფეხბურთს დიდი სიამოვნების მოტანა შეუძლია. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.” 

“კარგი იქნება, თუ “ბარსელონას” დავუპირისპირდებით. მიყვარს ყოფილი კლუბების წინააღმდეგ თამაში. ამ კლუბში მე შესანიშნავი წლები გავატარე.” – დაასრულა სავიოლამ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward