მატჩი იყო ისეთი როგორიც ბილბაოში გამოდის ხოლმე. მძიმე და რთული. საქმე გაართულა დანაკლისმა, ბარსამ ხომ ორივე განაპირა მცველი დაკარგა, მათ გარეშე კიდევ რთულია თამაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა კანსელუს ტრანსფერი. თურმე რა დროული ყოფილა. დაიკავა ადგილი დაცვის მარჯვენა ფლანგზე, მარცხნივ კი ჟერარ პაოლო მარტინი ვიხილეთ. სხვათა შორის, ერთი კვირის წინ ჟერარს თავად პაოლო მალდინიმ გაუგზავნა თავისი მაისურა. საჩუქარიც ასეთი უნდა, მის ყურამდეც მისულა, რომ ბარსაში თამაშობს კაცი, რომელსაც პაოლო მალდინის ეძახიან.
ფლიკმა თავს უფლება მისცა ასეთ რთულ შეხვედრაშიც კი დასვენების უფლება მიეცა ფეხბურთელებისთვის, სკამიდან დაიწყეს პედრიმ, ფერმინმა, რაფინიამ და ლევანდოვსკიმ. შუა კვირაში ლიგის მატჩია “ნიუკასლთან” და მთავარი მოქმედი პირები მზად უნდა იყვნენ. კიდევ უფრო გვიან ჩაერთო თამაშში კაპიტანი, მიუხედავად იმისა, რომ ბარსას მცველები აკლია, არაუხოს ადგილი მაინც ვერ გამოინახა ძირითადში.
ბარსას მატჩამდე ითამაშა “რეალ მადრიდმა” და მოიგო თავისი მატჩი. მოიგო ბოლო წუთებზე, მოიგო როგორღაც და ისევ დატოვა ინტრიგა ლა ლიგაში, მაგრამ ფლიკს მაინც დაუტოვეს ერთი შეცდომის უფლება.
ეს ფეხბურთი არ არის
ბარსა პირველ ტაიმში არ ჰგავდა თავის თავს, რადგან ეს გუნდი არ ჰგავდა და არც იყო ძირითადი შემადგენლობა. დაცვის ხაზი უკვე ვახსენეთ, ორივე განაპირა მცველი მკურნალობს, ნახევარდაცვაში კი სამივე პოზიცია შეიცვალა, რაღაც ნებით, რაღაც იძულებით, დე იონგის გამოკლების მერე დიდი ხანია ბერნალს ვუყურებთ, მაგრამ შემტევ ნაწილში ფლიკის გადაწყვეტილებით დაიკავეს ადგილი ოლმომ და მარკ კასადომ. არაფერი ამისგან არ გამოვიდა. ბურთი ვერ დაიჭირეს, ბოლო პასამდე საქმე არც მისულა. ან რომ მისულიყო რა? შეტევაში ხომ ფერან ტორესი იყო, მასზე დიდი წარმოდგენისა არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძალიან შეიცვალა, კარგად დაიწყო, გოლებს ყრიდა, საუკეთესო ბომბარდირიც დიდხანს იყო გუნდში, ახლა კი საერთოდ არაფერს აღარ ჰგავს, ზუსტად ყველაზე საჭირო დროს, ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში საერთოდ არ არის ფორმაში. სეზონის ბოლოს თუ ლევანდოვსკის წასვალზე საუბრობენ, მე მგონი, ფერანის წასვლაზეც უნდა ისაუბრონ. იფიქროს ბარსამ ორ ფორვარდზე.
გარემარბებად ვნახეთ რაშფორდი და იამალი. ლამინეს ტრადიციულად არ დაუსვენია. ჩვენ კი ვშფოთავთ, მაგრამ მწვრთნელებმა ხომ ჩვენზე უკეთ იციან როდის სჭირდება დასვენება. როგორც ჩანს, ფიზიკურადაც მშვენიერ ფორმაში. თუმცა, პირველ ტაიმში საერთოდ უბურთოდ იყო. არც რაშფორდს გამოსდიოდა რაიმე, არ ყოფილა მისი დრიბლინგები სახიფათო. არც აზრიანი და არც პროდუქტიული. მოკლედ, ძალიან ცუდი ტაიმი იყო და ლოგიკურადაც დასრულდა – 0:0.
ტვინის გადანერგვის ოპერაცია
მეორე ტაიმში ჰანსი ფლიკმა გუნდს ტვინი გადაუნერგა. მოედანზე პედრი გამოვიდა. თამაშიც დალაგდა, ასე თუ ისე. აზრი შეიძინა, რაღაცას დაემსგავსა, მაგრამ სიმძლავრე მაინც აკლდა. ეგ კიდევ სულ სხვა კაცს მოაქვს და ეგ კაციც გამოვარდა მოედანზე 62- წუთზე. შემოაბიჯა რაფინიამ და ფერმინ ლოპესმა. აი, ეს უკვე ბარსელონაა. გავიდა ხუთი წუთი და ანგარიშიც გაიხსნა. გაჭრა პედრიმ ის პასი, რომელსაც იამალი მთელი მატჩი ელოდა და ვერავინ ამის გაკეთება ვერ შეძლო, პედრიმ კიდევ შეძლო, იმიტომ კი არა რომ მურტალოს ჰგავს, იმიტომ, რომ ჰარი პოტერია, ესე იგი, რაღაც მაგიური ხდება ხოლმე მის თავს. ყოველთვის. იამალმა კიდევ მხოლოდ გოლის შეგდება არ იკმარა, შეაგდო განსაკუთრებულად, ულამაზესად, იდეალურად, გააშეშა მეკარეც და ქომაგიც. უმნიშვნელოვანესი იყო ამ ამბავში ის პატარა პაუზა, ის პატარა შეხება დარტყმამდე, ამას ხომ თითქოს შეუმჩნევლად აკეთებს, ფეხს არც დგამს თითქოს მიწაზე, მაგრამ მცველი, რომელიც მის მოძრაობას არის აყოლილი, გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება, გაიშხლართა მოედანზე და ძლივსღა შეავლო თვალი იამალის იდეალურ დარტყმას.
ამ გოლით მოიგო ბარსამ.
ლამინე გადასარევ ფორმაშია. მთავარია სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს, ან მოუმატოს. მისი გამჩერებლი არავინაა. წინა სეზონში უკვე იყო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, დემბელეს ნამდვილად ვერ შევადარებ, მაგრამ მოიგო იმან ჩემპიონთა ლიგა და დააკლდა მცირე ლამინეს, ამიტომ ოქროს ბურთი ფრანგს მიაჩეჩეს, აი, ახლა, თუ ასე განაგრძო, აბა ვინ უნდა შეეცილოს, მაგრამ არც ის დავივიწყოთ, რომ სეზონის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატი გველის, (ან, მსოფლიო ომი).
წინ რა გველის
წინ გველის “ნიუკასლი” და რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი. მაგრამ, ბარსა ფავორიტია და წესით კი უნდა ინადირონ “კაჭკაჭებზე”.
უნდა გავცდეთ ნიუკასლს
რაფინიამ საერთო რეიტინგში ძალიან დაუმსახურებელი ადგილი მიიღო, მარა ჩემი აზრით დემბელე სრულიად იმსახურებდა ოქროს ბურთს
იამალის საუკეთესოობაში ვერ დაგეთანხმები, შარშან აშკარად რაფინია იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური მოთამაშე. არასწორი ფეხბურთელი გააპიარეს კატალონიელებმა და მიიღეს დემბელე ოქროს ბურთით ხელში.
მეგობარო რა ქუსლი კაცი მსოფლიოში საუკეთესო ჩამშლელია ოღონდ ბარსელონას შეტევების. ქუსლი მაქსიმუმ **ლეზე დაიბიჯოს მაგასაც თუ არ ააცილა
საქმეც მაგაშია რომ კლეზე იბიჯებს კი არა ტრავმას არ იღებს ამის ჯანმრთელი დედას სევეცი მე🤮🤮🤮 ან მენისკმა შეაწუხოს , ან კუნთი გაეჭიმოს ჯანდაბას გაუწყდეს იბიომაც და დავისვენებდით ერთი წლით🤮🤮🤮 ზარალია ამის ლენჩი დედას სევეცი. გავის ორი ასეთი ტრავმა იქნებოდა და ამის ჯანმრთელად ყოფნა, სამართალი აღარ არის ბლიაად.აი მე ვიყო ბოზ ისშვილი ახლა ამ ჭკუაზე რომ ვიყო, ბარსას ტორესივით ვთამაშობდე ფეხბურთს და ისე მიყვარდეს ბარსელონა როგორც მე ახლა მიყვარს, რომ წავიკითხავდი შემადგენლობას ვეტყოდი ფლიკს, კაი თუ ძმა ხარ ნუ გამიყვან, ხომ ხედავ ვერაფრით ვეხმარები გუნდსთქო😕 მე ვიყო ღორის შვილი თუ არ მეთქვა, გინდათ არაპროფესიონალი დაეძახათ და რაც გინდათ სხვა სახელი.დავიჯერო ვერ ხვდება რომ ზარალიანსა 10 კაცით გავდივართ მოედანზე. ბარჯის ყვერზე ამოსული ბალანი მირჩევნია ამ ვითომ აკულას, აკულა კი არა მკვდარი ხამსიაა ეს ბო ზის გაგდები ესა🤬🤮
მეგობარო რა ქუსლი კაცი მსოფლიოში საუკეთესო ჩამშლელია ოღონდ ბარსელონას შეტევების. ქუსლი მაქსიმუმ **ლეზე დაიბიჯოს მაგასაც თუ არ ააცილა
ძალიან ნიჭიერია, მემგონი ჩემზე მაგარიცაა შობელძაღლი
მგონი მამმამისი გააცპჩუმეს , ლალიგის კლასიკოს მერე რო თქვეს პირადად გააკონტროლებს ფლიკი მის კომენტარებსო, მის მერე გაჩერებულია ორივე მამა შვილი
მამამისი სუფთა ტურბო ყ$ეა
ძალიან ნიჭიერია, მემგონი ჩემზე მაგარიცაა შობელძაღლი
მგონი მამმამისი გააცპჩუმეს , ლალიგის კლასიკოს მერე რო თქვეს პირადად გააკონტროლებს ფლიკი მის კომენტარებსო, მის მერე გაჩერებულია ორივე მამა შვილი
დანი ვივიანი კანდადატურას მივესალმები 30 მილიონად,ნაკრების კაცია მაინც.ბასკებმ თუ გამოუშვეს.
ბორდს არავის მოყვანის ტრაკი არ აქვს და მგონი მართლა ჯობია ცრუ ცხრიანზე გადავიდეთ სტრაიკერი ისედაც არ გვყავს
აი ნეტა იამალმა თავისი ტინკი ვინკი და ტინგიცა ხასიათის ან გამო$$$$$ლი მამამისის გამო ეს ნიჭი არ გაფლანგოს და ბოლომდე გამოიყენოს როგორც მესიმ გააკეთა, და არ ვიცი რაა…
ძალიან ნიჭიერია, მემგონი ჩემზე მაგარიცაა შობელძაღლი
ტორესს ძალიან ლამაზი გოლის შეგდება შეეძლო, თანაც ქუსლით. ეგ გოლი რო გასულიყო ტორესი დიდ მუხტს მიიღებდა, მაგრამ რა გინდა ქნა სანტიმეტრებით ააცილა.
ვფიქრობ ცრუ ცხრიანით უნდა ვითამაშოთ და ეს რაფინია უნდა იყოს,გოლის ალღოც აქვს და შერბენეიც კაი აქვს. ტორესი,ოლმო და ლევანა უნდა დაგ ვემშვიდობონ სეზონის ბოლოს,საკმარისია. ლევანას მადლობელი ვართ,მაგრამ წინა ორხსენებოლის მომატების იმედს ვერ ვხედავ,ეგაა მაგათი მაქსიმუმი და შეე..ით თუ გინდათ.
დანი ვივიანი კანდადატურას მივესალმები 30 მილიონად,ნაკრების კაცია მაინც.ბასკებმ თუ გამოუშვეს.
ჰალაზე ნახეთ რა ხდება 😁
ტოპმცველი თუ არ გამოგვივიდა დანი ვივიანი მაინც დაითრიონ
თან ეხა ვნახულობდი 26 წლისაა
გუშინ ბილბაოს მხრიდან საუკეთესო იყო.
ხოდა გადაწიონ რეშფორდი ფორვარდად, ფლანგის აშკარად ვერ უქაჩავს, კრეატივი არ აქვს თორე სისწრაფე იცოცხლე, მაგ თვისებებით ფორვარდად უფრო ივარგებს ვიდრე ვინგერად
Რაშფორდს ვერ ვხედავ ფორვარდად შესრულება არანაკლებ ცუდი აქ ფერანზე რაშფორდს ჯობია რაფინია დაიტესტოს გოლის ალღო და შესრულება ყველაზე კარგი აქ გუნდში
ხოდა გადაწიონ რეშფორდი ფორვარდად, ფლანგის აშკარად ვერ უქაჩავს, კრეატივი არ აქვს თორე სისწრაფე იცოცხლე, მაგ თვისებებით ფორვარდად უფრო ივარგებს ვიდრე ვინგერად
Ყველა საშვალო გუნდს უკეთესი ფორვარდი ჰყავს ვიდრე ჩვენ გრანდებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ფერან ტორესით ლიგა როგორ უნდა მოვიგოთ ვერ წარმომიდგენია