ჟოან ლაპორტა: მომდევნო წლები ამაღელვებელი იქნება

ჟოან ლაპორტა: მომდევნო წლები ამაღელვებელი იქნება

ჟოან ლაპორტამ 2026-2031 წლების საპრეზიდენტო ვადა სამშაბათს ოფიციალურად დაიწყო. თავის ვრცელ მიმართვაში მან კლუბის წევრების მიერ გამოცხადებულ ნდობაზე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღწეულ ფინანსურ პროგრესსა და სამომავლო ამბიციებზე ისაუბრა. ახალი “სპოტიფაი კამპ ნოუს” დასრულება, კლუბის მოდელის (სადაც კლუბი წევრებს ეკუთვნის) დაცვა და “ბარსელონას” იდენტობის შენარჩუნება მისი გამოსვლის მთავარი თემები გახლდათ.

ემოციური კავშირი და მადლიერება

ახალი ვადის მთავარი მიზნების განხილვამდე, ლაპორტამ კლუბთან თავისი ემოციური კავშირის შესახებ ისაუბრა:

“ბარსელონა” ემოციებია, რომლებსაც ძალიან ინტენსიურად ვგრძნობ. ამ კლუბთან ერთად მიტირია, მიცინია და ბევრი მიხარია. პრეზიდენტობა ჩემთვის უდიდესი პატივი და როგორც კულესთვის, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.”

მან მადლობა გადაუხადა “ბარსელონას” წევრებს 15 მარტის არჩევნებში მონაწილეობისა და ნდობისთვის. პრეზიდენტმა გაიხსენა წინა ვადის ყველაზე რთული მომენტები და ხაზი კულეების ერთიანობას გაუსვა:

“წინა ვადა მარტივი არ ყოფილა. მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება და კრიტიკული სიტუაციების გავლა მოგვიწია, მაგრამ არასდროს დავნებებულვართ. ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მტრების თავდასხმების წინააღმდეგ, დავძლიეთ ყველა დაბრკოლება, რათა მსოფლიოსთვის გვეთქვა, რომ დავბრუნდით. დღესაც კი, ზოგიერთი ჯერ კიდევ ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ “ბარსელონა” კვლავ პატივსაცემი კლუბი და მსოფლიოში საყვარელი ინსტიტუციაა.”

პრეზიდენტმა ასევე მადლიერება გამოხატა რაფაელ იუსტესა და მისი გუნდის მიმართ, რომლებიც კლუბს გარდამავალ პერიოდში ხელმძღვანელობდნენ.

“ლა მასია” და სპორტული ფილოსოფია

ლაპორტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ლა მასია” პროექტის ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი და კლუბის ღირებულებების ხერხემალია. ახალგაზრდული აკადემიის ტალანტებმა, ჰანსი ფლიკის, დეკუს, ბოიანისა და ხოსე რამონ ალეშანკოს მუშაობასთან ერთად, კლუბს წარმატების გზაზე დაბრუნებაში შეუწყვეს ხელი. მან “ბარსელონას” სპორტული ფილოსოფიაც კიდევ ერთხელ შეახსენა გულშემატკივრებს:

“ჩვენ გვიყვარს გამარჯვება, მაგრამ “ბარსელონაში” რაღაც მეტი გვინდა: ჩვენ გამარჯვება სწორი გზით გვსურს. მთავარი მხოლოდ მოგება არაა, მთავარია, ამას როგორ ვაკეთებთ.”

ახალი “სპოტიფაი კამპ ნოუ” და ინსტიტუციური სიძლიერე

ახალი საპრეზიდენტო ვადის კიდევ ერთი მთავარი ნაწილი ახალი “სპოტიფაი კამპ ნოუს” დასრულება იქნება. ლაპორტამ მას ყველა კულეს სახლი, “ბარსელონას” ოჯახის კოლექტიური ოცნება და ამ საუკუნის განმსაზღვრელი პროექტი უწოდა, რომელიც კლუბის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდება. პროექტის პროგრესთან დაკავშირებით დეტალების გასაცნობად, უახლოეს დღეებში საგანგებო ასამბლეა გაიმართება.

პრეზიდენტმა ფინანსურ სიძლიერეზეც ისაუბრა – კლუბი ახლა წლიურად 1.1 მილიარდ ევროზე მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ “ბარსელონა” მხოლოდ მის წევრებს ეკუთვნის და ეს მოდელი კლუბს უნიკალურს ხდის (150,000 ოფიციალური წევრი და 480 მილიონზე მეტი გულშემატკივარი მსოფლიოში).

Barça Play და “მეტი, ვიდრე კლუბი”

ინოვაციების მიმართულებით, ლაპორტამ ახალი პლატფორმა Barça Play დააანონსა, რომელიც პირდაპირ კლუბის ვებსაიტსა და ოფიციალურ აპლიკაციაში ინტეგრირდება. სერვისი გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს კლუბის იმ გუნდების პირდაპირ ტრანსლაციებს ადევნონ თვალი, რომლებიც სატელევიზიო უფლებებით არ არიან შეზღუდულნი, წევრებისთვის კი ახალგაზრდული ფეხბურთი სრულიად უფასო იქნება.

ლაპორტამ ასევე დაადასტურა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მამაკაცთა და ქალთა პირველი გუნდები მაისურის ზურგზე “ბარსელონას” ფონდის ლოგოს ატარებენ.

სიტყვის ბოლოს მან კლუბის წევრებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და ჟოან გამპერის ფრაზა მოიშველია:

“ჩვენი დამაარსებლის პატივსაცემად, დღეს გეუბნებით: “და ახლა, ჩვენ ვაგრძელებთ!”. ჩვენ ვაგრძელებთ მსოფლიოში საუკეთესო მულტისპორტულ კლუბად ყოფნას. ჩვენ ვაგრძელებთ “მეტი, ვიდრე კლუბის” არსის გაძლიერებას.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

დატოვე კომენტარი

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    01 ივლ 2026, 22:37

    ხალხოო ჩაკეტილი კონგოს 0:1 ეთამაშო იოლი გგონია გორილებთან?? თან კიდე ინგლისი რომელი ზე შემტევი ნაკრებია ერთია დაასახელეთ რაა როდის ყოფილა.. ბარსელონა სხვა დონეა აქ პედრია ფერმინი იამალი და ასე შემდეგ

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    01 ივლ 2026, 22:12

    ორი ასისტი კონგოსთან თუ დადო ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის ეგ, რავიცი მე მაინც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ მაგ იგროკში.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    01 ივლ 2026, 22:11

    ძალიან მაღალი ლეველია კეინი და გორდონსაც ყოჩაღ 👌🏻

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    01 ივლ 2026, 22:10

    კეინზე მაგარი ფორვარდი არ არის დღეს ფეხბურთში. ასეთი რთული პოზიციებიდან მარტო ამას გააქვს. ტოტენჰემში რომ 3-ჯერ 30 გოლი გაიტანა პრემიერლიაგში ეგ უკვე საუკეთესო ფორვარდად აქცევს ბოლო 10 წლეულში.

  • paata-iniesta
    paata-iniesta ლეგენდა
    01 ივლ 2026, 22:09

    გორდონის თამაშს ვუყურე და ვინმემ მითხარით რატოო იყოდაა ბარსაამ თან საკმაოდ სოლიდურ თანხაად რა აქვს ამას კარგიი თუ მე ვერ დავინახე რამეე 🤦

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    01 ივლ 2026, 22:05

    გორფონის ორი ასისტი🤩
    კარგია, კარგია, კარგია?

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    01 ივლ 2026, 21:39

    რაშფორდი თუ იყო რა ქნა მოედანზე😉 გორდონი გამოვიდა თუ არა რაღაც მაინც გააკეთა ადგილიდან არ გარყეულა ისეთი პასი გაუკეთა კეინს და ეგეთ ფორვადს არც გაუჭირდებოდა გატანა