ჟიულ კუნდე 1/8-ფინალშია

ჟიულ კუნდე 1/8-ფინალშია

“ბარსელონას” ფრანგი მარჯვენა მცველი ჟიულ კუნდე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ითამაშებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც მისმა საფრანგეთმა შვედეთი 1/16-ფინალში მარტივად, ანგარიშით 3-0 დაამარცხა.

შვედებთან მატჩში კუნდე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. მან მოედანი 75-ე წუთზე დატოვა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

“ბარსელონას” მცველს კარგი მატჩი ჰქონდა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო:

  • 2 წარმატებული ვარდნა;
  • 2 მოგერიება;
  • 39 პასი;
  • 85% პასის სიზუსტე;
  • 1 Key პასი;
  • 1 დრიბლინგი;
  • 1 დარტყმა.

1/8-ფინალში საფრანგეთის მეტოქე მიმდინარე გათამაშების ჯერჯერობით მთავარი სენსაციის შემოქმედი პარაგვაი იქნება. შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი