მაროტამ ჭორები უარყო

მაროტამ ჭორები უარყო

ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ ალექსის სანჩესის გარშემო არსებულ ჭორებზე ისაუბრა. 

"ალექსის სანჩესი "იუვენტუსში"? ეს მხოლოდ ჭორებია. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც ასეთ ფეხბურთელს "იუვენტუსთან" აკავშირებენ, მაგრამ არ ყოფილა არანაირი მოლაპარაკებები. მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა არიენ რობენზეც." 

"ალექსისი შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი თამაში იტალიაში კარგად გვახსოვს, მაგრამ ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვაპირებთ არავის დამატებას. საკუთარი შემადგენლობით კონტე კმაყოფილია." - დაასრულა მაროტამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.