workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ, ინიესტამ და ტელიომ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ჩავიმ, ინიესტამ და ტელიომ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

“ბარსელონას” დღევანდელ ვარჯიშს გუნდის სამი ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და კრისტიან ტელიო შეუერთდა. სამივე მათგანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ მათ ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღიათ.

ჩავიმ და ინიესტამ, წვივისა და მუხლქვედა მყესის ტრავმების გამო, “კარტახენასთან” გამართული სათასო დაპირისპირება გამოტოვეს. რაც შეეხება ტელიოს, ის გუნდს ბოლო 4 თამაშში ვერ ეხმარებოდა.

გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა დანიელ ალვესი.

“სელტიკთან” მატჩისთვის მზადებაში მონაწილეობას, პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთდ, ასევე ღებულობდნენ ადამა ტრაორე და ჟან მარი დონგუ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward