"ინტერმა" სანჩესის შეძენაზე უარი განაცხადა

"ინტერმა" სანჩესის შეძენაზე უარი განაცხადა

"ბარსელონას" თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს "ინტერში" არ გადავა, იტყობინება Sky Italia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი.

"ნერაძურის" ხელმძღვანელობამ ჩილელი ფორვარდის გადაბირებაზე უარი განაცხადა, თუმცა ადრე იტყობინებოდნენ, რომ მილანელები მზად იყვნენ გუნდის გოლკიპერი სამირ ჰანდანოვიჩი სანჩესში გაეცვალათ.

ამავდროულად, "ინტერი" აპირებს "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 25-წლის მარჯვენა მცველის გრეგორი ვან დერ ვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ვან დერ ვილის სანაცვლოდ "აიაქსს" 6 მილიონი ევრო გადაუხადეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.