“ბარსელონას” კაპიტანი, “აიაქსთან” წაგებული თამაშის შემდეგ, კომენტარს აკეთებს. ვეტერანი ცენტრალური მცველის აზრით, გუნდმა ასეთი თამაშებისგან გაკვეთილი უნდა მიიღოს.
“თუ ევროპაში წარმატების მიღწევა გვინდა, თამაშები ასე არ უნდა დავიწყოთ. ჩვენი თამაშის არსი ბურთის ფლობაა, მაგრამ აი რა ხდება მაშინ, როცა ვუპირისპირდებით გუნდს, რომელმაც ბურთთან მოპყრობა ასევე იცის.
“აიაქსი” უფრო ინტენსიურად თამაშობდა და ამას მატჩის დასაწყისიდანვე აკეთებდა. მოგება მათ უფრო უნდოდათ. თუ ასეთ გუნდებთან სათამაშოდ მზად არ ვართ, ისინი მოგვიგებენ.
შესვენებაზე რამე უნდა შეგვეცვალა. წინ კიდევ 45 წუთი იყო. გაძევებისა და თერთმეტმეტრიანის შემდეგ მეტოქე საჯარიმოში გამოიკეტა და ანგარიშის გათანაბრება ვერ მოვახერხეთ.
თუ ტიტულების მოგება გვინდა, ასეთი თამაშებისგან უნდა ვისწავლოთ. ვიცით, რომ საკუთარი თამაში უნდა გამოვასწოროთ. ასეთი მარცხის შემდეგ ყველა უნდა დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი მე, რადგან ცუდად ვითამაშე.” – აცხადებს კაპიტანი