ყველა არგენტინელი ფეხბურთელი როდი ოცნებობს, რომ “ახალი მარადონა გახდეს. ამის ნათელი დადასტურება სწორედ, რომ ხავიერ მასკერანოა. ალბათ ადრეული ბავშვობიდან იგი ხედავდა სიზმრებს. სადაც ჩამშლელი ნახევარმცველი იყო. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის და “ბარსელონას” ახალწვეულის ცხოვრების გზას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვევით.
სან-ლორენსოელმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ საფეხბურთო ანი-ბანის შესწავლა არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში, “რივერ პლეიტში” დაიწყო. იგი მსოფლიო ფეხბურთში ისე სწრაფად შემოიჭრა, რომ ამაზე დისერტაციასაც დაიცავს ადამიანი. მას დებიუტი არც კი ქონია მშობლიურ კლუბში, როცა არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაემგზავრა. სადაც ისინი ნახევარფინალში ბრაზილიელებთან დამარცხდნენ.
შემდეგი ორი წლის განმავლობაში “რივერის” მასკერანოს გარეშე წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. მისი მეშვეობით გუნდმა მოიგო 2004 წლის კლაუსურა და ლიბერტადორესის თასის გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხდნენ თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში , უმთავრეს მეტოქესთან, “ბოკა ხუნიორსთან”. შემდეგი წელი წარმატებული ვერ გამოდგა, “რივერი” მესამე ადგილზე გავიდა არგენტინის ჩემპიონატში და კვლავ ვერ შეწვდა ლიბერტადორესის თასს.
მიუხედავად ამისა, არგენტინული გიგანტის ოფისთან ყოველთვის “ფუსფუსებდნენ” ევროპული გუნდების წარმომადგენლები, მათ შორის ყველაზე აქტიური “მადრიდის რეალი” და “დეპორტივო” იყო, ასევე მცდელობას არ აკლებდა “მანჩესტერ იუნაითედიც”. 2005 წელს ნამდვილი ყუმბარა გასკდა, არგენტინის ჩემპიონატის ორი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო და კარლოს ტევესი ბრაზილიურ “კორინთეასში” გადავიდა. ბრაზილიაში არგენტინელებს დიდი ხანი არ დაუყვიათ. თუ კარლიტოს გოლი-გოლზე გაჰქონდა ხავიერი ამ დროს მკურნალობით იყო დაკავებული. მან მხოლოდ 9 თამაშის ჩატარება მოახერხა, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო(ერთად-ერთი სერიოზული ტრავმა მის კარიერაში) და იძულებული შეიქნა 6 თვე უქმად ყოფილიყო. მასკერანომ “კორინთეასში” 17 შეხვედრა ჩაატარა და ბრაზილიის სერია ა-ს მოგებაც მოახერხა, ამის შემდეგ ის და კარლიტო ნისლიან ალბიონზე გაეშურენ.
გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ორივე “ვესტ ჰემში” აღმოჩნდა. სპეციალისტები ამ “წყვილს” 40-60 მილიონ ფუნტად აფასებდნენ და უცბად გაჩნდა კითხვა. საიდან ამდენი თანხა ასე მოკრძალებულ გუნდს? როგორც გაირკვა ყველაფერი კომპანია Media Sports Investment-ის პრეზიდენტის კია ჯურაბჩანის დამსახურება იყო, მან “ფულის გაკეთება” მოინდომა, სავარაუდოდ ერთ-ორ წელიწადში ეს ფეხბურთელები უფრო ძვირად უნდა გაყიდულიყვნენ.
“ჩაქუჩების” რიგებში მასკერანოს თითქმის არ უთამაშია და სწორედ ამ დროს დაინტერესდა მისი პერსონით “ლივერპული”, მას მყარად მოეკიდა ფეხი სათადარიგოთა სკამზე ამ დროისათვის. ფიფას წესდების თანახმად მასკერანოს არ ქონდა უფლება მერსისაიდელების რიგებში მომავალ ზაფხულამდე ჩარიცხულიყო. დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა “ლივერპულმა” მისი იჯარის წესით აყვანა მოახერხა 1,6 ფუნტის სანაცვლოდ.
რაფაელ ბენიტესი უსაზღვროდ გახარებული იყო მასკერანოს შეძენით: “-ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც კარგი ხასიათი და გონება აქვს, იგი ძლიერი ინდივიდია, რომელიც დაჯილდოვებულია ყველა იმ თვისებით, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მე მის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ მაშინ ვფლობდი, როცა იგი “რივერ პლეიტში” გამოდიოდა. იგი ჯერ კიდევ სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, როცა ნაკრებში გამოიძახეს. მხოლოდ ამ ფაქტიდანაც ნათელია მისი ხასიათის სიმძლავრე და სათამაშო დონე. მე მქონდა საუბარი ერთ-ერთ მწვრთვნელთან, რომელსაც უმუშავია ხავიერთან და მან მე ის ისე დამიხასიათა, როგორც უბრალოდ კარგი ფეხბურთელი, შესანიშნავი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი.”
რაფა ბენიტესის გუნდში ხავიერი ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ხდებოდა გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, ბასკ ჩაბი ალონსოსთან ერთად. მათ ერთად მოედნის ცენტრში ძლიერი დუეტი შექმნეს, სადაც ერთი შლიდა და მეორე ქმნიდა. ბოლოსდაბოლოს ხავიერმა იპოვნა შესაფერისი გუნდი. მას თანაგუნდელებმა სიხტი სათამაშო მანერის გამო სახელად “პატარა შეფი” დაარქვეს.
ზაფხულში მასკერანო ოლიმპიადაზე გაემგზავრა პეკინში, სადაც მოიგო თავისი მეორე ოლიმპიადა, შეგახსენებთ პირველი ოლიმპიადა ხავიერმა 4 წლით ადრე მოიგო ათენში. მოგვიანებით კი არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწრთვნელად დიეგო არმანდო მარადონა დანიშნეს. მან იცოდა, რომ კაპიტნის სამკლაური მასკერანოს უნდა ჩაებარებინა: “-მინდა, რომ ჩემი გუნდის კაპიტანი მასკერანო იყოს, ვინაიდან ყველა არგენტინელ ფეხბურთელზე სწორი მოტივაცია აქვს , ეს წოდება, რომ მიიღო ბევრი უნდა იშრომო, ბევრი რამე უნდა შესწირო საკუთარ საქმეს უნდა იყო პროფესიონალი და უნდა იყო თანაგუნდელებთან გაერთიანებული.”
ასეთი ქების მოსმენა არც მეტი, არც ნაკლები თვით დიეგო მარადონასგან მხოლოდ ქების ღირსია.
“ენფილდზე” გატარებული რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ ხავიერი სერიოზულად დაფიქრდა თბილ ესპანეთზე, “ბარსელონაზე”, მაგრამ პირველივე წელსვე ამ ტრანსფერის გაჩარხვა ვერ მოხერხდა. რაფაელ ბენიტესის გუნდიდან წასვლის შემდეგ მასკერანომ ხმამაღლა განაცხადა, რომ მას კლუბის დატოვება სურდა, “ლივერპულმაც” ხელი არ შეუშალა და ამიერიდან იგი “ბარსელონას” ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს მოირგებს.
სტატია ტარგმნა მამუკა უგრეხელიძემ (busquets)