workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სკოლარი: „მოურინიო საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ განაწყობს“

სკოლარი: „მოურინიო საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ განაწყობს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ “რეალის” ყოფილი და “ჩელსის” ამჟამინდელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო “ბარსელონას” ვარსკვლავზე, ნეიმარზე საზოგადოებაში ცუდი წარმოდგენის შექმნას ცდილობს.

“მოურინიო იმითა დაკავებული, რაც მას კარგად გამოსდის – ის პრესას საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს. მას ესმის, რომ ნეიმარმა მესისა და რონალდუს დონეს უკვე თითქმის მიაღწია. ამიტომ, იმ შემთხვევისთვის, თუ “ჩელსი” “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდება, ის თავის დაზღვევას ცდილობს.

მოურინიო საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ განაწყობს. ასეთია მისი მუშაობის სტილი.” – ავრცელებს სკოლარის სიტყვებს The Guardian.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward