“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო აცხადებს, რომ ის გუნდის კამერუნელ ნახევარმცველზე, ალექს სონგზე იმედებს ამყარებს.
“ალექს სონგზე კარგი წარმოდგენა მაქვს. მან, მიმდინარე სეზონში, 3 თუ 4 თამაში ჩაატარა და ყოველ ჯერზე შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებდა.
“რეალთან” და “სელტასთან” გამართულ შეხვედრებში, სონგისა და ბუსკეტსის მოედანზე ერთად ყოფნის ვარიანტიც მოვსინჯეთ.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.
შეგახსენებთ, რომ “ბეტისთან” დღეს გასამართი მატჩის განაცხადში სერხიო ბუსკეტსი ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად შემადგენლობაში სწორედ სონგი ითამაშებს.