workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი ბრაზილიაში ყველაზე პოპულარულია

ნეიმარი ბრაზილიაში ყველაზე პოპულარულია

“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, თავის სამშობლოში, ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელად ითვლება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Stochos Sports & Entertainmentand-ის კვლევის შედეგები O’Globo-ში გამოქვეყნდა.

გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ ნეიმარი ბრაზილიაში ყველაზე პოპულარულია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გულშემატკივართა რაოდენობას არც ლიონელ მესი და “ბარსელონა” განიცდიან.

კვლევაში, რომელიც 25 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა, მონაწილეობა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელმა 16-დან 65 წლამდე ადამიანმა მიიღო.

ნეიმარმა გამოკითხულთა 32.1% მიიღო. მე-2 ადგილზე “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლიონელ მესი გავიდა, რომელიც ბრაზილიელთა 9.1%-ის ფავორიტია. “ბარსას” კიდევ ერთ ლეგენდას, რონალდინიოს წილად 8.1% ხვდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward