workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო მესის ჩავარდნას უარყოფს

პედრო მესის ჩავარდნას უარყოფს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა თავისი თანაგუნდელი ლეო მესი დაიცვა. 

“მან უფრო გუნდზე თამასი დაიწყო. ის საგოლე გადაცემებს გვაწვდის და ჩვენ გოლი გაგვაქვს. ის გოლების გატანას ძალიან მალე დაიწყებს. მას ჩავარდნა არ აქვს.”

“ალექსისი ბოლო მატჩებში ჩემზე უკეთ გამოიყურება? ეს ძალიან მახარებს. ის ჩემი თანაგუნდელია და ჩვენ გასახდელში ერთად ვართ. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.” 

“რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა დავამარცხოთ “მილანი”. ეს აშკარაა. თუ ჩვენ მოვახერხებთ და მოვიპოვებთ სამ ქულას, ჩვენ მომგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ამასთან კარგად ვიცით, რომ “მილანთან” მარტივი არ იქნება. ამიტომ ამ მატჩში ყურადღებით თამაში მოგვიწევს. იქ შესანიშანვი ფეხბურთელები თამაშობენ, კაკა, რობინიო, ბალოტელი. მათ ბევრი ვარიანტები აქვთ.” – დაასრულა პედრომ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward