21-ე საუკუნეში “ბარსელონამ” ლა ლიგის საშინაო შეხვედრა პარასკევ დღეს სულ 2-ჯერ ითამშა. ორივე შემთხვევაში, კატალონიურმა გუნდმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 იმარჯვა. 2006 წლის 14 აპრილს, ფრანკ რაიკაარდის გუნდმა “ვილიარეალს” სძლია, ხოლო ამჯერად, ტატა მარტინოს შეგირდებმა უქულოდ თანაქალაქელი “ესპანიოლი” დატოვეს.
2006 წელს გამართულ შეხვედრაში, დღევანდელი გუნდიდან ვიქტორ ვალდესმა, კარლეს პუიოლმა და ანდრეს ინიესტამ ითამაშეს. სამივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში იყო. მათ გარდა, “ბარსას” სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ჯოვანი ვან ბრონხორსტი, ედმილსონი, ოლეგერ პრესასი, მარკ ვან ბომელი, დეკუ, ლუდოვიკ ჟიული, ჰენრიკ ლარსონი და სამუელ ეტოო. ერთადერთი გოლი, მე-10 წუთზე, სწორედ კამერუნელმა ფეხბურთელმა გაიტანა.