workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრანდებში მოგზაური

გრანდებში მოგზაური

როგორც მოგეხსენებათ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბარსელონა” დატოვა. ამის გამო ბევრი ადამიანი მას შეურაცხყოფდა და კიცხავდა. დარწმუნებული ვარ ეს სტატია ამ ადამიანებს იბრაჰიმოვიჩზე წარმოდგენას შეუცვლის.

იბრაჰიმოვიჩი უბრალო ადამიანი ნამდვილად არაა. მას ნებისმიერ დროს შეუძლია იყოს ხუმარა, გაბრაზებული და დამწუხრებულიც კი. როდესაც ზლატანს კითხეს თუ რა აჩუქა შეყვარებულს დაბადების დღეზე, მან სრული სერიოზულობით უპასუხა: “საჩუქარი? ამხელა კაცი ვყავარ და ჩემზე კარგი საჩუქარი რა უნდა?” 

მადრიდულმა პრესამ რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა სურათი, სადაც თითქოს იბრაჰიმოვიჩი და პიკე ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდნენ. რაიმე ცუდი არ იფიქროთ, ყველაფერი ბრწყინვალე პაპარაცის დამსახურებაა. მან დაიჭირა მომენტი, სადაც თითქოს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ეხვევა; არადა სინამდვილეში მათ შორის სხვაობა დაახლოებით ერთი მეტრია (თუ ფეხებს კარგად დააკვირდებით, ამას ძალიან იოლად მიხვდებით). ქალბატონ ფოტოგრაფს შესანიშნავი სურათი გამოუვიდა და მან ბევრ ადამიანს აფიქრებინა ცუდი ხერარდზე და ზლატანზე, თუმცა ამით ძალიან გაბრაზდა შვედი ფორვარდი და თავისებური, იუმორ შეზავებული კომენტარიც გააკეთა: “ამ ფოტოგრაფს ჰგონია აჩვენა, რომ გადახრები მაქვს? წამოიყვანოს თავისი და და ამოვიდეს ჩემთან სახლში, იქ ვაჩვენებ ჩემს სექსუალურ შესაძლებლობებს.”

იბრაჰიმოვიჩმა სულ ახლანს გვარდიოლა გააკრიტიკა. მან თქვა, რომ პეპს მისი ეშინია და როდესაც მასთან სასაუბროდ შედიოდა იგი ოთახიდან გარბოდა. ასევე იბრამ განაცხადა: “ჩემი წასვლით ხოსეპმა საწადელს მიაღწია და დამინგრია ოცნება–”ბარსელონაში” თამაში.” თვითონ გვარდიოლამ “იბრაკადაბრას “მილანში” წარმატებების მიღწევა უსურვა და თქვა, რომ მასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

როგორც მახსოვს ზამთარში იბრაჰიმოვიჩი პეპს აქებდა და ადიდებდა. იგი მას საუკეთესოდ თვლიდა და ძალიან მეგობრულად იყო მის მიმართ განწყობილი. აი ასეთია ზლატანის ხასიათი. როცა უნდა აზრს შეიცვლის და ლაპარაკობს როგორც უნდა; დაუფიქრებლად და აუღელვებლად.

იბრაჰიმოვიჩს გუნდის შიგნით პრობლემები აქვს? ნამდვილად წარმოუდგენელია. მას “ინტერში” არანაირი პრობლემები არ ჰქონია. უბრალოდ მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ მილიტო და ეტო’ო ბრწყინვალედ შეეწყობოდნენ ერთმანეთს და ზლატანი საჭიროდ აღარ ჩათვალა. ასევე სამუელის მასზე გაცვლით მილანელებმა დამატებით ფულიც მიიღეს. ეს დიდი სარგებელია.

იბრაჰიმოვიჩი ნამდვილი გრანდებში მოგზაურია. იგი “იუვენტუსიდან” “ინტერში” გადავიდა, ხოლო შემდეგ “ბარსელონას” გავლით “მილანის” მაისურიც ჩაიცვა. ალბათ მოურინიოს მისთვის რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეეთავაზებინა, “რეალშიც” გადავიდოდა. ვინ იცის, მომავალში შეიძლება მადრიდშიც ვიხილოთ. ხ ავიერ ძანეტიმ ერთხელ თქვა: “ზლატანს ტყუილად არ აქვს ტატუ “მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩემი განსჯა”. მას ვერავინ ვერაფერს უბრძანებს. იგი რასაც უნდა იმას აკეთებს და სადაც უნდა იქ მიდის.”

სამ მონსტრ იტალიურ კლუბში (“იუვენტუსი”, “ინტერი” და “მილანი”) თამაში მართლაც დიდი მიღწევაა. ეს გრძნობა აქამდე მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა განცდილი (რობერტო ბაჯო, კრისტიან ვიერი და ედგარ დავიდსი), იბრა კი მეოთხეა. როგორც ჩანს მას მოუწევს აიტანოს სტვენა “ბლაუგრანას”, “ბებერი სინიორიტას” და “ნერაძურის” გულშემატკივრებისგან, მაგრამ “ბარსელონაში” “სკამის გათბობას” ნამდვილად ჯობია ამის ატანა. მთავარი ისაა, რომ იგი მოედანზე იქნება და შეეცდება დაეხმაროს თავის გუნდს.

ზლატანის ტრანსფერი “ბარსაზე” ალბათ ცუდად არ იმოქმედებს. შვედს ჭირდება ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რაც მან ესპანურ გრანდში ვერ მოიპოვა. იტალია მშვენიერი ქვეყანაა. “სერია ა” მშვენიერი ჩემპიონატია. მილანი მშვენიერი ქალაქია. “მილანი” მშვენიერი კლუბია. და ყველაზე მთავარი, იქ თამაშობს რონალდინიო. რონალდინიო ხომ მშვენიერი ფეხბურთელია.

წყარო: soccer.ru

მოკლედ, მოვეშვათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის კრიტიკას და თავის გუნდში წარმატებები ვუსურვოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward