რაი: "დარწმუნებული ვარ, რომ "პსჟ" კამპ ნოუზე გაიტანს"

რაი: "დარწმუნებული ვარ, რომ "პსჟ" კამპ ნოუზე გაიტანს"

ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" ექს-ვარსკვლავი ბრაზილიელი რაი აცხადებს და სჯერა, რომ მისი საყვარელი კლუბი აუცილებლად გაიტანს გოლს კამპ ნოუზე "ბარსელონასთან" საპასუხო შეხვედრაში. 

"ვფიქრობ, რომ "პსჟ"-ს ექნება შესაძლებლობა გასვლაზე გოლი გაიტანოს. გავბედავ და ვიტყვი, რომ დარწმუნებულიც ვარ პარიზელები კამპ ნოუზე გოლს გაიტანენ." - ამბობს რაი. 

"პირველ მატჩში "ბარსელონა" დაცვის ხაზში ცოტა არ იყოს დაუცველი და ადვილად გასავლელი სჩანდა და განმეორებით შეხვედრაშიც ასე იქნება. "პსჟ"-ს შეუძლია პრობლემები შეუქმნას "ბარსელონას" მათ ანგარიშზე დიდი სიჩქარე და პოზიციების სწორად შერჩევაა."  - დაასრულა ბრაზილიელმა. 

რაი "პსჟ"-ში 1993-1998 წლებში გამოდიოდა, ამ წლებში ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატი, ორჯერ საფრანგეთის თასი და თასების თასი მოიგო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.