კატალონიის “ბარსელონა” არ აპირებს კლუბიდან გაუშვას, გუნდის ლა მასიელი ახალგაზრდა ნახევარმცველი, სერხი რობერტო მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის მიმართ აქტიურ ინტერესებს ინგლისური კლუბები იჩენენ. იტყობინება, MundoDeportivo.
გავლენიანი ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ძალიან აფასებს რობერტოს. “ბარსელონას” მწვრთნელი, ხერარდო მარტინო თავად შეხვდა სერხის და მოუწოდა მოთმინება შეინარჩუნოს, რათა დაპირებული სათამაშო დრო მიიღოს.