workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აშშ-თან ერთად სერჟინიო დესტმა ერთა ლიგა მოიგო

აშშ-თან ერთად სერჟინიო დესტმა ერთა ლიგა მოიგო

“ბარსელონას” ამერიკელი ფეხბურთელი, სერჟინიო დესტი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, CONCACAF-ის ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნული ტურნირის ფორმატი ევროპაში არსებული ერთა ლიგის მსგავსია. გუშინ, CONCACAF-ის ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გამარჯვებული გამოვლინდა.

ფინალურ დაპირისპირებაში, შეერთებულმა შტატებმა, დამატებით დროში, მექსიკა 3-2 დაამარცხა. დესტმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ ბერჰალტერმა, იგი მოედნიდან მე-60 წუთზე გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ მექსიკის ნაკრებს “ბარსას” ყოფილი თავკაცი, ხერარდო მარტინო, წვრთნის.

დესტისთვის, ნიდერლანდების სუპერ თასისა და ესპანეთის თასის შემდეგ, ეს კარიერაში რიგით მესამე ტიტულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 07 ივნ 2021, 21:33
    #4

    აბა მარტინოს გაწვრთნილ გუნდისთვის კი უნდა მოეგოთ რა პრობლემაა.

  • El pistolero 9
    schedule 07 ივნ 2021, 13:04
    #3

    არ მეგონა მექსიკას თუ მოუგებდნენ

  • cezo45
    schedule 07 ივნ 2021, 12:16
    #2

    რატომღაც მგონია რომ დესტი დიდ ფეხბურთს ითამაშებს და ამისთვის ყველა მონაცემები აქვს სისწრაფე დარტყმა ტეხნიკურობა..მაქსიმუმ ერთი ორი სეზონის მერე უფრო გამოჩნდება

  • სპარტაკი
    schedule 07 ივნ 2021, 11:45
    #1

    დესტს აქვს ის რომ უკეთესობისკენ გააგრძელოს სვლა.. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი ვარ.. მაგრამ კონკურენცია მიცემს მოტივაციას.. ემერსონიც არ დაზოგავს თავს..