“ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, ენტონი გორდონმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ინგლისის ნაკრების მაისურით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
კატალონიურმა კლუბმა 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მუნდიალის დაწყებამდე, ჩუმად დაასრულა, რათა მისი სატრანსფერო ფასი ხელოვნურად არ გაზრდილიყო.
კოსტა რიკასთან გამართულ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში (3-0), გორდონმა მოედანზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.
გოლი, ასისტი და სრული დომინირება მოედანზე
ტომას ტუხელის გუნდში, სადაც გორდონი შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება, მან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ინგლისელთა სამი გოლიდან ორში პირდაპირი მონაწილეობა მიიღო.
შეხვედრის მე-10 წუთზე “ბარსელონას” გარემარბმა ნიკო ო’რაილისგან მიიღო ბურთი, მეტოქე შონ ჯონსონი ეფექტური დრიბლინგით ჩამოიტოვა, მოედნის კიდემდე იარა და პასი უკან, “არსენალის” ნახევარმცველ დეკლან რაისს გაუკეთა, რომელმაც მარცხენა ფეხით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში, 66-ე წუთზე, ჯუდ ბელინგემის ბრწყინვალე რეიდისა და ებერეჩი ეზეს დარტყმის შემდეგ, კოსტა-რიკელთა მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ვარსკვლავებით გაძეძგილ გუნდში პენალტის შესრულება სწორედ გორდონმა ითავა და ბურთი ცივსისხლიანად, პირდაპირ ცხრიანში გაგზავნა. ამის შემდეგ ის მარკუს რაშფორდმა შეცვალა. მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, ოლი უოტკინსმა მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის MVP და ბრწყინვალე სტატისტიკა
გორდონმა ამ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის (MVP) პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. გოლისა და საგოლე გადაცემის გარდა, მისი თამაში შემდეგი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა:
- ეფექტურად გამოიყენა თავისი უნარები ფლანგზე და 4-დან 2 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა.
- გამოავლინა მაღალი ინტენსივობა დაცვაში, ბურთი ორჯერ დაიბრუნა და 5 ორთაბრძოლა მოიგო.
- მეტოქეებს მისი შეჩერება უჭირდათ, რის გამოც გორდონზე წესების დარღვევის 3 ფაქტი დაფიქსირდა.
მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ინგლისის ნაკრები, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 17 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გორდონი მარკუს რაშფორდის რეზერვისტან მოიაზრებოდა, მისმა ასეთმა შთამბეჭდავმა თამაშმა შესაძლოა ტომას ტუხელს საფიქრალი გაუჩინოს და სასტარტო შემადგენლობის გეგმები შეაცვლევინოს.
მიდი უბერე
გორდონი კაი ფეხბურთელი, მე მაინც ვიფქრობ ეს 80 მილიონი რომელიც არის ბევრი ამ ფეხბურთელებისთვის მე ასე ვფიქრობ იმედია გაამართლებს იმ ბენეფისებს რაც ამაზეა გაცემული ნაწილობრივ ამართელებსკიდეც და იმედია მსოფლიოზე ძაან ბევრს გააკეთებს და დაამტკიცებს და ძაან ვგულშემატკივრობ ამას კონკრეტულად
რას აღარ წაიკითხავს კაცი ამ საიტზე. არაფერი ძმაო პროსტა ვსქრინავ და ბოლოს გავცემ ყველას პასუხს ვინც ირონიულად აციტირებს.
სილვას რაც შეეხება გუნდის სიღმეს ვზრდიდით მაგ კაცით და ტრ..კი რო გაენძრიათ უკვე ბარსაში ითამაშებდა. მაურინიოს დაელოდა კი არა ბარსას პასიურობამ ქნა ეგ. ოლმო ფერმინი გვყავსო რო ამბობთ, ორი კასტილიანი კაცი, რეალს ჯუდი ვალვერდე და არდა ყავს. მარა ვერ წაიყვანა? მილიტაო ჰაუსენი რუდიგერი ყავთ და კონატე მიიყვანეს. ეგრე რო აზროვნებს ლაპორტაც რო ეს გვყავს და ის აღარ გვინდა იმიტო იწურება გუნდი ლიმონივით ბოლოსკენ. ხო არ გგონიათ კიდე გვაჩუქებს რეალი ქულებს? მოემზადეთ უტიტულო და უტრანსფერო სეზონისთვის.
ფერმინი რატოა კასტილიანი
ვერ გავიგე სილვაზე რატო ატეხეთ ამბავი, რა ეშმაკის ფეხად გვინდა? :დ
სილვა კი არა ოსიმენზე იფიქრონ ჯობია, რო მიაკვდნენ ალვარესს… თორემ დაითრევს რომელიმე გრანდი, ამოგვტენის და ესენი უყურებენ შორიდან
რავი აბა დე იონგი არაა სანდო ტიპი, სტაბილურად ვერ თამაშობს და მარტო პედრი ცოდოა ცენტრში ვინმეს უნდა გაუყოს თავისი საქმე მოვალეობა და ესეთ შემთხვევაში ვინ თუ არა ბერნარდუ სილვა
შრიფტმა აურია მეგობრებო სწრაფად რომ ვწერდი შეიძლება ელემენტარული შეხდომები ნახოთ. მე მაპატიეთ რედაქტირებას ვერ ვაკეთებ
ვის მისტირით მეღადავებით მეგობრებო? რა ბერნარდუ სილვა? კიიი მაგარი კარიერა ჰქონდა სიტიში. მაგარი მშრომელია, მაგრამ არ არის ისეთი კალიბრის, რომ ვინანოთ მისი არ მოყვანა.. თამ 31 წლის კაცის რომელიც აწი 2 წელი მაქსიმუმ და მოსაშორებლად ექნება საქმე ნებისმიერ გუნდს აგერ ნახავთ…
რაც არ გვაწუხებს ნახევარდაცვაა…
ერთი ფორვარდი გვინდა მაგარი ვინმე ალვარესი ოსიმენიდან რომელიმე. მე უფრო ვიქტორისკენ ვიხრები მარა ამაოდ..
ერთიც ნორმალური მცველი დანარჩენი არ გვჭირდება ისედაც ამოვდებთ ჟოზეს თავისი უჟმური თეთრი ბალერინებით.
ოსიმენზე არაა ბაზარი თორე ეგ რო მოვიდეს ჩათვალეთ ახალი ეტო’ო გვყავს გუნდში ერთი ერთში.
დალშე დაიკიდეთ.. სილვას რა გგონიათ სკამზე გაუჭირდებოდა პირიქით შეიძლება არეულობა შემოეტანა გუნდში ძირითადის გამო. სადაც პედრო, ვავი, დე იონგი, პერსპექტიული ბერლინი გვყავს პლუს კასადო რათ გვინდა იქ ბერნადუ თამ პორტუგალიელი? ის ერთი პორტუგალიელი გვეყოფა თუ დაიტოვეს ეგეც…
დაიკიდეთ მზით გაცვითონ კაცო ტრაკში სარი უთხრიათ. ყოველთვის ვისაც თვალს დავადგავდით კუჭის აშლით იმას მიადგებოდნენ ისტორიულად ეს პირველად ხომ არ ხდება? ახლო ისტორიიდან რომ გავიხსენოთ: ოზილს ბარსაში უნდოდა, დი მარიას ბარსაში უნდოდა, მოდრიჩს ბარსაში უნდოდა ასევე ისკოს და ასე შემდეგ მარა ვის რა მოჭამეს მაგ ბოღმიანებმა? მანამ სანამ ბარსას სკოლა ლა მასის არსებობს მანამდე ვერ გაიხარებენ ჩვენთან. შიგადაშიგ კი ექნებათ გამონათებები, მაგრამ ეგრე ყარაულსაც ხანდახან უვარდება თოფი…
აქ მთავარი საკითხი ხემძღვანელობის უუნარობა და მეტი არაფერი,,საქმეს ვერ აკეთებენ,ფეხბურთელებს თვალწინ ახევენ,ამაზე მეტი პაზორი რაგინდა ტო?!ალვარესს შეაკვდება დეკო მთელი ზაფხული და მეტი არაა ჩემი მტერი ეგ მაგას ვერ იყიდის,ამასობაში ბოლოს ვინუჟდებში 50 მილიონიან ოიარზაბალს ან ვინმეს მოიყვანს თორე აი ნახე ეგრე თუარ მოხდეს,მე ამ გუნდის იმედი ამათ ხელში არმაქვს ძმაო რავი
ვაი რო ასეა, სრულად გეთანხმები.