ენტონი გორდონის ბენეფისი ინგლისის ნაკრებში

ენტონი გორდონის ბენეფისი ინგლისის ნაკრებში

“ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, ენტონი გორდონმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ინგლისის ნაკრების მაისურით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

კატალონიურმა კლუბმა 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მუნდიალის დაწყებამდე, ჩუმად დაასრულა, რათა მისი სატრანსფერო ფასი ხელოვნურად არ გაზრდილიყო.

კოსტა რიკასთან გამართულ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში (3-0), გორდონმა მოედანზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.

გოლი, ასისტი და სრული დომინირება მოედანზე

ტომას ტუხელის გუნდში, სადაც გორდონი შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება, მან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ინგლისელთა სამი გოლიდან ორში პირდაპირი მონაწილეობა მიიღო.

შეხვედრის მე-10 წუთზე “ბარსელონას” გარემარბმა ნიკო ო’რაილისგან მიიღო ბურთი, მეტოქე შონ ჯონსონი ეფექტური დრიბლინგით ჩამოიტოვა, მოედნის კიდემდე იარა და პასი უკან, “არსენალის” ნახევარმცველ დეკლან რაისს გაუკეთა, რომელმაც მარცხენა ფეხით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში, 66-ე წუთზე, ჯუდ ბელინგემის ბრწყინვალე რეიდისა და ებერეჩი ეზეს დარტყმის შემდეგ, კოსტა-რიკელთა მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ვარსკვლავებით გაძეძგილ გუნდში პენალტის შესრულება სწორედ გორდონმა ითავა და ბურთი ცივსისხლიანად, პირდაპირ ცხრიანში გაგზავნა. ამის შემდეგ ის მარკუს რაშფორდმა შეცვალა. მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, ოლი უოტკინსმა მესამე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრის MVP და ბრწყინვალე სტატისტიკა

გორდონმა ამ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელის (MVP) პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. გოლისა და საგოლე გადაცემის გარდა, მისი თამაში შემდეგი მაჩვენებლებით გამოირჩეოდა:

  • ეფექტურად გამოიყენა თავისი უნარები ფლანგზე და 4-დან 2 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა.
  • გამოავლინა მაღალი ინტენსივობა დაცვაში, ბურთი ორჯერ დაიბრუნა და 5 ორთაბრძოლა მოიგო.
  • მეტოქეებს მისი შეჩერება უჭირდათ, რის გამოც გორდონზე წესების დარღვევის 3 ფაქტი დაფიქსირდა.

მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის

ინგლისის ნაკრები, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 17 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გორდონი მარკუს რაშფორდის რეზერვისტან მოიაზრებოდა, მისმა ასეთმა შთამბეჭდავმა თამაშმა შესაძლოა ტომას ტუხელს საფიქრალი გაუჩინოს და სასტარტო შემადგენლობის გეგმები შეაცვლევინოს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (51)

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 12 ივნ 2026, 02:32

    კაროჩე ეხა ერთ რაღაცას ვიტყვი,როცა დაიწერა მსოფლიოს მერე მივიღებ გადაწყვეტილებასო,ეგრევე ეს ვიფიქრე რო მოურინიოს მისვლას ელოდებოდა და რეალში გაიქცეოდა,ტიპმა ბარსა გამოიყენა და რო რამე აქ წამოვიდოდა,რა ნაგლი ყოფილა,,მაგრამ როცა მასე მოიქცა ულტიმატუმი უნდა წაეყენებინა დეკოს,საქმე ეგრე არ კეთდება რა,ეგრე აახიეს გიულერი და ენდრილი,ძაან სუსტია ძაან საზიზღარია და გაჯმეინების დროა მაგრამ კაროჩე ქაქში ვართ

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 12 ივნ 2026, 02:17

    რა სამარცხვინო კაცი ყოფილა ბიჭო იმენა ფიგუ გააკეთა აზე ხართ???პორტუგალიელები სამუდამოდ შემზიზღდნენ,,დეკოს გასხმევინების დრო როა როდის მიხვდება ეს სირიკო ლაპორტა

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 12 ივნ 2026, 02:11

    ეგეც Here we go, ეხლა ალვარეზიც რეალმა თუ წაიყვანა ვის უნდა ველოდოთ არ ვიცი, ეფექტურად დაწყებული ტრანსფერები რეალმა წაგვართვა

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 12 ივნ 2026, 02:23

      ვინ წაგვართვა ყველა უფასო წაიყვანა 😂😂

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 12 ივნ 2026, 02:09

    ფლიკი ვისაც მოინდომებს ის მოვა სილვას ეგ სასტარტოში არ დაყენებს და მაგ ხელფასით სკამზე უნდა იჯდეს ფეხბურთელი ცოტა ლოგიკა ჩართეთ მეგობრებო🤝✌🏻ზუსტად რეალში წასვლა უნდა ვანანებინოთ მომავალ წელს ჟოზეს სტილში რომ დაიტანჯება👌🏻ზოგადად ბარსას დასხმა გამუდმებით კომენტარებში ცოტა უხერხულია👎🏻

    • cruyff9
      cruyff9 ლეგენდა
      schedule 12 ივნ 2026, 02:13

      ოლმოს და ფერმინას უყურე შენ ხო ძმა

      • Rivaldo80
        Rivaldo80 ვეტერანი
        schedule 12 ივნ 2026, 02:24

        ოლმო და ფერმინი ცუდია თუ ? 😂

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 12 ივნ 2026, 00:42

    სილვა თუ რეალში გადავიდა ეგ ყოფილა სულით ბზი ეგა. შეეშვან ამ მაიმუნ პორტუგალიელებს,მაგათზე გამყიდველი ნაროდი არ ყოფილა ფეხბურთში. კაცი იძახის ბავშვობიდან ფანი ვარო,ვითომ მოსვლა მინდაო და რეალში მიდის? მაგის დედას იქ შვც მე. რას მისტირით მაგ მაიმუნს. მაგათ წიკვინს დაგანახებთ მომავალ წელსაც.

    • cruyff9
      cruyff9 ლეგენდა
      schedule 12 ივნ 2026, 00:53

      მეც ეგრევე ეგ ვიფიქრე,რა საზიზღარი ნაროდია იმენა,ამ დეკოსაც ააცმევინონ იმენა უსაზიზღრესები ყველა რა,ფიგუ მაურინიოდან დაწყებული

      • ☠️•Spooky•☠️
        ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
        schedule 13 ივნ 2026, 03:03

        ვნახულობ ხოლმე შენს კომენტარებს,სილვას საკითხში ვთანხმდებით,რაც შეეხება დეკოს,ზედმეტად ცუდად ხან განწყობილი. რეალურად ტიპი ძაიან მაგრად მუშაობს. ვინც მოიყვანა ყვეელა დონე. რაფა,გარსია,გორდონი,ოლმო,რაში ზამენისთვის.ვაფშე ყველამ გაამართლა. კიდე იზამენ ტრანსფერებს,ეხლა მოვითქვით სული. ამ რეალისაც ნუ შეგეშინდებათ,მომავალი წელიც უტიტულო აქვთ გახსოვდეთ.

  • Ronaldinho.R10
    Ronaldinho.R10 ვეტერანი
    schedule 12 ივნ 2026, 00:36

    რამის დაწერა მინდა და რა დავწერო არ ვიცი, ვერც ბერნარდო, ვერც აავარაუდოდ ალვარესი. არც რამე იწერება რომ რაიმეს გეგმავდნენ, საღოლ ამათ.

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 11 ივნ 2026, 23:46

    შეიძლება მოურინიოს დამსახურება იყოს ბერნარდუს რეალში წასვლა, პირტუგალიელები არიან მაინც, ერთი რაც გამიკვირდა ის არის რომ თავად ბერნარდუმ თქვა მსოფლიოს მერე გამოვაცხადებ გუნდს სადაც წავალო, აგერ მსოფლიოს დასაწყისშივე დასტურდება რეალში წასვლა, აშკარად რეალს აქვს ის სახელი ფეხბურთში რომელსაც უარს ვერ ეუბნებიან, მჯერა ჩვენ უფრო გამოგვადგებოდა ერთი გამოცდილი კაცი სულ საჭიროა გუნდში, ლაპორტამ უნდა სცადოს ამ ზაფხულს ისეთი ტრანსფერები გააკეთოს ჩვენც გაგვიხაროს გულები მარტო გორდონი არაფერია

    • joy
      joy ახალბედა
      schedule 12 ივნ 2026, 00:06

      დეკუც ხომ პორტუგალიელია მაგრამ მაინც ვერ მოახერხა მოლაპარაკება

    • cruyff9
      cruyff9 ლეგენდა
      schedule 12 ივნ 2026, 00:17

      მერე რეალი რო გყავს კონკურენტი ფეხბურთელს ეგრევე უნდა მოუგვარო რო არ აგახიოს იმან,დეკოა ჩამოსხმა და ჩვენ არაფერი გვეშველება,გაიკეთოს გორდონი და გაასხას ლაპორტამაც

      • Gaucho97
        Gaucho97 გულშემატკივარი
        schedule 12 ივნ 2026, 00:46

        მოურინიო სათამაშო დროს დაპირდებოდა, განსაკუთრებულს ტყუილად ხომ არ უწოდებენ ლაპარაკი ეხერხება დაკერავდა, ბოლოს და ბოლოს სიტიდან რეალ მადრიდში წახვიდე 31 წლის ასაკში მაგარი კარიერული განვითარებაა, არ მგონია ბარსას უარიეთქვას რამეზე უბრალოს რეალი არჩია, გაირკვევა რა როგორ იყო რომელიმე მხარე ღიად ისაუბრებს მოვა დრო მაგის

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 11 ივნ 2026, 23:19

    მაგრა ტეხავს რაც სილვაზე მოხდა,,მემგონი ვიქტორ ფონტი მართალი იყო და ძაან ცუდი ვინმეების ხელში ვართ

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 11 ივნ 2026, 22:22

    ოცნების კლუბია რო კითხო ბარსელონა, თან მაინცდამაინც რაღა რეალში მიდის? კაროჩე ჯანდაბამდე გზა ჰქონია.

  • joy
    joy ახალბედა
    schedule 11 ივნ 2026, 22:21

    არ ვიცი უფრო მეტად ძონძროხა ლაპორტას და მისი გოშია დეკუს თუ ფლიკის წინდაუხედავობის ბრალია ბერნარდუს დაკარგვა? სამაგიეროდ ვიცი რომ ბევრჯერ ვინანებთ ამ ლენჩურ გადაწყვეტილებას! ეს არა მარტო კარგი ფეხბურთელის დაკარგვაა, არამედ მოწინააღმდეგის გაძლიერება არის! ეტყობა არც ფლიკი გამოირჩევა შორსმჭვრეტელობით და ეტყობა რომ აქვს ახირებები სამწუხაროდ. თურმე მარტო გორდონი უშველის ბარსას? სამწუხაროდ ისე ჩანს რომ ფლიკმა უკვე მოიგო თავის ბოლო ტიტული ბარსელონაში😡

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 11 ივნ 2026, 21:55

    იყიდა რეალმა ბერნარდო. ახლა ჩამოჯექით გაისად და უყურეთ რა დონის და კლასის ფეხბურთელი იხვეწებოდა მოვალ უფასოდო და ვისზე ვთქვით უარი😕 საღოლ ძმაო მოხერხება უნდოდა ამას, ჩვენ უარი ვთქვით და გარდა იმისა რომ პედრის დონის შემტევი ნახევარმცველი გავუშვით ხელიდან, ამ საქციელით პირდაპირი კონკურენტი გავაძლიერეთ პრობლემურ პოზიციაზე უფასოდ🤨 იმინა საღოლ👍 მოხერხება უნდა იმას რომ ასეთი ჩამოყლევება იყო🤮

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      schedule 11 ივნ 2026, 22:12

      ყოფაც სტირებია, კაი იგროკია, მარა რამდენჯერაც ჩვენთან მოსვლის შანსი ჰქონდა იმენდჯერ უარი თქვა, რაღას ვიზავთ? ნახევარდაცვაში ისედაც დიდი არჩევანი გვაქვს, ფორვარდი და კაი მცველი გვინდა ყველა პონტში.

    • araujo4
      araujo4 კულე
      schedule 11 ივნ 2026, 22:52

      და ჩვენ არ შევთავაზეთ კონტრაქტი თუ მეტი რა უნდა გვექნა? ტრაკზე გვეკოცნა? ტრაკში სარი უთხრია რა ეგეც არ
      მყავდეს დავიდ სილვა 😉

      • Robert lewandovski
        Robert lewandovski კულე
        schedule 11 ივნ 2026, 23:01

        მეც მაგას არ ვამბობ? წაეთრიოს, რასაც დაიჭერს ვნახოთ.

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 11 ივნ 2026, 21:50

    დეკოს მორიგი კოლაფსი!!!!რეალზე ლაპარაკს არ ვაპირებ ძირს გვითხრის მთელი ისტორია,მაგათი დანიშნულება ეგაა მაგრამ აი დეკოს და ლაპორტას დედას შევახტიიიიიი!!!!!!კაცი რანაირად ააცალეს ბიჭოო🥹🥹🥹ნერვი აღარ მაქვს

    • vereli
      vereli ლეგენდა
      schedule 12 ივნ 2026, 01:27

      ეგრე აგვაცალეს თავის დროზე ბექჰემი და რაც მოხდა მერე იცით ალბათ, რონალდინიო დავითრიეთ 🤣🤣 ეხლაც ეგრე მოუვათ მაგ სირებს

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 11 ივნ 2026, 21:40

    და მერე ის სირი გამოვა და იტყვის ბარსელონა არის შეპყრობილი რეალითო😂 5 აატრანსფერო სიახლეიდან 4ით ბარსა იყო/არის დაინტერესებული 😂😂😂 იქით გვარდიოლი და ბასტონი ტიპებსი მთელი დანიშნულება წელს ის არის რომ ბარსას ეგება ვინმე წაართვან და ბოლოს მაგათი დაწუნებული ფეხბურთელები ხვდებათ😂

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 11 ივნ 2026, 21:32

    ფაბრიციომ ისეთი პოსტი დადო როგორც ჩანს ბერნარდუ რეალში წავა, თუ არც ბერნარდუ მოვა ვერც ალვარეზს დაითრევენ აბა ვის მოიყვანენ ესენი რას და ვის უნდა ველოდოთ?

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 11 ივნ 2026, 19:19

    მსოფლიო იწყება და საერთოდ არავინ წერს კომენტარს, ვაფშე გაბანძდა აქაურობა.

    • Tiki-Taka
      Tiki-Taka ახალბედა
      schedule 11 ივნ 2026, 21:33

      წავიდა ძველი სასტავი საიტის განახლების მერე, მეც დავკარგე ძველი აქაუნთი და ახლის გაკეთება მომიწია.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 11 ივნ 2026, 19:18

    🚨𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ბერნარდუ სილვა რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა! 🔥

    ჟოზე მოურინიო ფეხბურთელს პირადად დაუკავშირდა 📞

    @jfelixdiaz

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 11 ივნ 2026, 19:57

      ვისაც ჩვენთან არუნდა
      სხვა გზით იააროს 🙂

      • Motamashe
        Motamashe ახალბედა
        schedule 11 ივნ 2026, 21:59

        ხო მართალი ხარ არ უნდოდა ჩვენთან, პროსტა არავის დაელაპარაკა ჩვენამდე, აგენტი ორჯერ გააგზავნა კატალონიაში,საკომისიოზე უარს ამბობდა და ბოლო ხელფასის მესამედზე თანახმა იყო, პლუს როგორც ამბობენ აგენტიც კი საკომისიოზე უარს ამბობდა. მარა ეგ რა ჩემი კლეა უნდა ეთქვა ან ბარსაში ვითამაშებ ან დავამთავრებ კარიერასო, ვაბშე თუ არ მიყიდით ყვერებს მოვიჭრიო ეგ უნდა ეთქვა🤔

        • Moriarti
          Moriarti გულშემატკივარი
          schedule 11 ივნ 2026, 22:12

          არა მეგობარო, მეც მინდა რო ბარსაში გადმოვიდეს მარა ამას ძირითადში თამაში უნდა და გუნდის ლიდერობა, აქ ეგ არ გამოვა. ესაა და ეს

          • Motamashe
            Motamashe ახალბედა
            schedule 11 ივნ 2026, 22:18

            არ მჯერა რომ ძირითადი მოითხოვა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნახევარდაცვაში ყველგან და შეტევაში ორ ფლნგზე შეუძლია თამში ძაან ბევრი ძირითადი ისედაც გამოუვიდოდა. დიდი ხანია პედრი და გავი არ დამტვრეულან? თუ რაფინია ატარებს მთელ სეზონს უტრავმოთ? ახლა მელა ვერ შეწვდა ძეხვს გვჭირს ძმა ჩვენ. გავმაზეთ ძაან საჭირო კადრი უფასოდ და ახლა როგორც გინდა ისე ამართლე ეს სიტუაცია, ფაქტი ფაქტია.

          • Moriarti
            Moriarti გულშემატკივარი
            schedule 11 ივნ 2026, 22:26

            არავის ვამართლებ მარა არ მჯერა რო ბრსამ თქვა უარი ამის მოყვანაზე. ადრეც დაიწერა ძირითადში თამაში უნდოდა და იქ უფრო ქონდა მაგის შანსი. რო კითხო ბარსაში გადასვლაზე ოცნებობდა, წავიდეს მაგის დედაც

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 11 ივნ 2026, 15:57

    იამალი ისეთი გაქანების ფეხბურთელია ფლანგზე არ უნდა იყოს შეზღუდული და შუაში უნდა შემოწიონ როგორც მესის შემთხვევაში მოხდა, მთავარია თავისი ტინგიცა ხასიათის გამო ან გამომზეებული მამამისის გამო ხელი არ შეეშალოს პროგრესში, ამის მეშინია მე, თორე ტალანტი სუპერი აქვს.
    მარჯვნივ რაფინია, მარცხნივ გორდონი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 11 ივნ 2026, 14:36

    სიმბოლური იყო გორდონის რაშფორდით შეცვლა.

    • suxaaa
      suxaaa ლეგენდა
      schedule 11 ივნ 2026, 14:41

      ამხანაგური იყო თორე მგონია რო გორდონი რაშფორდს ძირითდს არც მიასუნინებს ნაკრებში

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 11 ივნ 2026, 14:20

    ხშირად იწერება ალვარესზე რომ შესაძლოა ბომბი ააფეთქოსო თუ ატლეტიკო დაბროზე არ წამოვა 120 125 მილიონად მაინც… ანუ 100 მილიონად გამოვა ტრასნფერი თუ ალვარესმა აამოქმედა პუნქტი, ხოდა რავიცი თუ მაგდენი ჭკუა აქ ატლეტიკოს 125 130 ში უნდა მისცენ დაბრო თუ არადა რავი ასე დასირებული დარჩებიან და დაიწყებენ ჩივილებს როგორც იციან ხოლმე

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 11 ივნ 2026, 14:08

    ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ იამალი ულაპარაკოდ სასტარტოს ფეხბურთელია, რაფინია და გორდონი 10 ნომერზე არ ვარგა და რაფას ვსვამთ სკამზე თუ 80+ 🍋 კაცს?

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 11 ივნ 2026, 14:18

      რაფა ქვემოდან ითამაშებს 10 აინზე ან იამალი 10 იანზე გახსოვს რომ დააყენა კარგად გამოვიდა ის თამაში და იქნება მესის წასვლა ამოასვოს 10 იანზე იამალმა რაფინია კი მარჯვნივ დადგება წინ ალვარესი თუ ეღირსა ეგ ტრასნფერი, უბრალოდ ფერმინი დაიჩაგრება მაგ ვარიანტში 4 შემტევით, მაშინ 3 მცველიანზე უნდა გადავიდეს და ფერმინი პედრი დეიონგი/სილვა დადგება ცენტრში
      დაცვა კი კუბარსი, კუნდე და გვარდიოლი ან ნებისმიერი ნაყიდი

    • suxaaa
      suxaaa ლეგენდა
      schedule 11 ივნ 2026, 14:23

      სეზონი გრძელია მეგობარო ყველას ექნება სათამაშო დრო და პრაქტიკა თან იმის გათვალისწინებით რო რაფინია ტრამვიანოს