workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რუნი ბარდჯი ტრავმირებულია – სავარაუდოდ სერიოზულად

რუნი ბარდჯი ტრავმირებულია – სავარაუდოდ სერიოზულად

bolt მოკლედ
შვედმა შემტევმა, რუნი ბარჯიმ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. სავარაუდოდ, მან წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა იმავე მუხლზე, რომელიც წარსულში უკვე ჰქონდა დაზიანებული.

რუნი ბარდჯიმ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო – ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. შვედმა თავდამსხმელმა დაზიანება სან ჟოან დესპის სპორტულ ბაზაზე ვარჯიშის დროს მიიღო და სავარაუდოდ, საქმე წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტასთან გვაქვს. ამჟამად სამედიცინო გამოკვლევების პასუხებს ელოდებიან, რაც ტრავმის ზუსტ სირთულეს დაადგენს.

ამ ეტაპზე კლუბს რუნის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი არ სურს და აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ნებისმიერ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მან ფიზიკური დაზიანება მიიღო და სამედიცინო ტესტების მოლოდინშია.

ახალგაზრდა შვედმა გარემარბმა წინა ჯვარედინი იოგი იმავე, მარჯვენა მუხლზე ჯერ კიდევ “კოპენჰაგენში” თამაშისას გაიწყვიტა, სანამ “ბარსელონაში” გადმოვიდოდა. თუ იოგის გაწყვეტა დადასტურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, რაც სატრანსფერო ბაზარზე მის შესაძლო წასვლას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

რუნი, რომელიც გასულ შაბათს უდინეში გამართულ ამხანაგურ სამთა ტურნირზე არ გამგზავრებულა, კლუბიდან შესაძლო წასვლის – იჯარის ან გამოსყიდვის უფლებით ტრანსფერის მოლოდინში იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 10 აგვ 2026, 22:43
    #2

    ეგეც მინუს 15 მილიონი და 1 წლით ტყუილად სახდელი ხელფასი. ეგრე იცის გაჯანჯლებამ. ადეიემი თვის წინ იყიდეს და მანდ უკვე ცხადი გახდა რო გასაყიდი იყო, რაღატო დაიტოვეს, რატო გაწელეს. ყველა ტრანსფერს წელავენ და აგერ შედეგიც. როდრის მაინც დააყენონ საშველი სანამ რამე უბედურება არ მომხდარა კიდე და სატრანსფერო ბანი ან რამე არ დაგვადეს. ერთი თვის წინ უნდა გაყიდულიყო. 6 ქვეყნიდან აქვს შემოთავაზებაო მუნდო წერდა და გვატყუებდა? ფაქტია იყო მარა ამათმა გააჯანჯლეს და შეგვეტენა ეგეც დე იონგივით. აწი ვინღა იყიდის 2 გზის იოგ გაწყვეტილ კაცს

    • cruyff9
      cruyff9 ლეგენდა
      schedule 10 აგვ 2026, 23:21
      #3

      აი ზუსტად იმენა,ან რაღას ავარჯიშებდნენ,არა ძმაო არიციან მუშაობა და ძალა ხო არაა?! ეხა დეკო მაგარი ტიპი გამოჩნდა ვითომ როდრი დაკერაო😅😅მაგის დაკერილი არ გაიშვას,ტიპმა აწონ დაწონა და თვითონ უნდა მოსვლა მარა ტრანსფერს საშველი ვერ დააყენეს ბიჭო ესენი ვინარიან,მაგარი ცუდს მიგრძნობს გული ამათ ხელში რა

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_ ვეტერანი
      schedule 11 აგვ 2026, 08:57
      #4

      2 გზის? აქამდეც გაიწყვიტა?

      • joy
        joy გულშემატკივარი
        schedule 11 აგვ 2026, 10:03
        #5

        სანამ ბარსაში გადმოვიდოდა ძველ გუნდში გაიწყვიტა და 1 წელი გაუცდა

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 11 აგვ 2026, 12:14
      #6

      100%-იანი, მეც მაგის თქმა მინდოდა, ამას ჰქვია პოლნი პიზდეცი, როცა გვეგონა, რო ტრასაზე გავედით და მხოლოდ წინსვლა გვექნებოდა.

    • joy
      joy გულშემატკივარი
      schedule 11 აგვ 2026, 20:38
      #7

      1 წლის ხელფასი როგორც მინიმუმი, შემდეგი წლებიც ბარსას გადასახდელი თუ არ გახდა, ამას პლუს ოპერაციისა და რეაბილიტაციის თანხები!

      • alen halilovic
        alen halilovic ლეგენდა
        schedule 12 აგვ 2026, 02:38
        #8

        სერიოზულად დარდობთ ხელფასზე და ოპერაციის თუ რეაბილიტაციის ფულზე? ადამიანმა ჯვარედინი იოგები გაწყვიტა რავი

        • joy
          joy გულშემატკივარი
          schedule 12 აგვ 2026, 09:18
          #9

          მეგობარო მე აქ ჩემი დარდები კი არ გამოხატავს, არამედ ვთვლიდი იმ თანხებს რაც გუნდის ხელმძღვანელობამ თავიანთი დაგვიანებით დააკისრეს! ბარდნის კი არ ვერჩი, არამედ ხელძღვანელობას. როცა უკვე იყიდეს გორდონი და ადეიმი კარგად ხნის უკან, უკვე ნათელი იყო რომ ბარდჯი უნდა გასხვისებულიყო! ეს მოქმედება გაწელეს და მიიღეს ასეთი შედეგი

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 10 აგვ 2026, 20:33
    #1

    ძალიან ცუდია რომ ვერ მოასწრეს გაყიდვა…
    შევალიეს რომ ითხოვდით აქ ეგ ჯობდა დაგვეთრიაო ხო ხედავთ პსჟ სკამს ახეხინებს საფანოვის ზამენაა ტიპი და აგერ სუზუკიც იყიდა იაპონიის მეკარე კიდე… მართლა კიდე კაი რომ ჟოან გარსია ვიყიდეთ და არა შევალიე