workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: “ბარსა” და “აიაქსი” ერთმანეთს გვანან”

მარტინო: “ბარსა” და “აიაქსი” ერთმანეთს გვანან”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთმელმა, ხერარდო მარტინომ, “აიაქსთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩში გავუძღვები. ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობის გამო ცოტათი ვღელავ კიდეც.

“ბარსელონას” პრობლემები ჰქონდა სტანდარტული მდგომარეობების შესრულების დროს და ჩვენ ამ პრობლემების გადაჭრის ხერხს უნდა მივაგნოთ. ჩვენი მიზანი ყოველდღიური განვითარებაა. მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ჩემპიონატში ოთხივე თამაშის მოგება მოვახერხეთ.

როდესაც “ბარსელონაში” მუშაობას დავთანხმდი, კარგად მესმოდა, რომ ჩემპიონატის მოგების გარდა ნებისმიერი შედეგი წარუმატებლობა იქნებოდა. მჯერა, რომ გუნდის მიერ გასულ წლებში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგების გამეორების ძალა შეგვწევს. ბოლო წლებში, გუნდი ისეთ დონეზე ავიდა, რომლის კვლავ მიღწევად ძალიან რთული იქნება.

“ბარსელონა” და “აიაქსი” ერთმანეთს ძალიან გვანან. ორივე გუნდი აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს, რომლებიც კლუბის აკადემიაგამოვლილ რამდენიმე თაობას შეადგენენ.

“აიაქსი” განვითარების უწყვეტ პროცესშია. ამსტერდამელები წამყვან ფეხბურთელებს ყოველწლიურად ყიდიან. ოთშაბათს, ჰოლანდიელებს დე იონგის იმედი უნდა ჰქონდეთ. ასევე ძალიან კარგია ბოიანი, განსაკუთრებით ფლანგზე თამაშის დროს. ის თავისი ფორმის პიკზე დაბრუნებას შეეცდება.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “აიაქსი” ერთმანეთს დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე შეხვდებიან. ეს მატჩი, ხერარდო მარტინოსთვის, ჩემპიონთა ლიგაზე, სადებიუტო იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward