მსოფლიო ჩემპიონატი გვიახლოვდება – ტურნირი 11 ივნისს აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში იწყება და “ბარსელონა”, როგორც ყოველთვის, სათანადოდ იქნება წარმოდგენილი.
რვა სხვადასხვა ქვეყანა
“ბარსელონას” 16 ფეხბურთელი თავიანთმა ეროვნულმა ნაკრებებმა ტურნირზე სათამაშოდ გამოიძახეს. ესპანეთი ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი, რომლის განაცხადშიც რვა “ბლაუგრანელია”: ლამინ იამალი, ერიკ გარსია, პედრი, გავი, პაუ კუბარსი, დანი ოლმო, ფერან ტორესი და ჟოან გარსია.
ბრაზილიის რიგებშია რაფინია, საფრანგეთის შემადგენლობაში ჟიულ კუნდეა, ნიდერლანდების სახელით კი ფრენკი დე იონგი ითამაშებს. რონალდ არაუხო ურუგვაის წარმოადგენს, ჟოაუ კანსელუ – პორტუგალიას, ახალგაზრდა ჰამზა აბდელკარიმი ეგვიპტის განაცხადშია, ხოლო ინგლისს “ბლაუგრანას” ორმაგი წარმომადგენლობა ჰყავს ენტონი გორდონისა და მარკუს რაშფორდის სახით.
2022 წლის მაჩვენებელთან ახლოს
“ბარსას” წლევანდელი შედეგი მხოლოდ ერთით ჩამორჩება 2022 წელს კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებულ რეკორდს, როდესაც ტურნირზე 17 “ბლაუგრანელი” მონაწილეობდა: ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, პედრი, გავი, ფერან ტორესი, ანსუ ფატი, ალეხანდრო ბალდე (ესპანეთი), რონალდ არაუხო (ურუგვაი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), რაფინია (ბრაზილია), უსმან დემბელე, ჟიულ კუნდე (საფრანგეთი), ფრენკი დე იონგი, მემფის დეპაი (ნიდერლანდები) და ანდრეას კრისტენსენი (დანია).
გარსია რაღაც ურევს ნაკრებში
ოსიმენი უნდა მოვიყვანოთ, ატლეტიკო ამოვტენოთ ოსიმენის გოლებით, ალვარესმა კი მაზოს. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე როგორ შეიძლება სერესოს გამწარება.
ფეისბუკზე რაღაც გვერდია ინგლისურენოვანი Viva Barca და იქ ვნახე Victor Osimhen is being monitored very closely by Barça, but Galatasaray are demanding €140 million. They will not accept an offer of €100 million. [Yağız Sabuncuoğlu] ……ჯერ ატლეტიკოს მო@ხან დამაარსებელი და მერე ზემოდან გალათასარაის ! ორივე უნდა დააპაშოლონ რაზგონით
თუ კანსელოს გამოსყიდვა უნდათ ეხლა გამოისყიდონ ჯობია თორემ მერე ფასი აიწევს მუნდიალიდ გამო
ბერნარდოს ტრანსფერით უფრო გამწარდება ატლეტიკო და რა აუცილებლობაა მაგის მოყვანა? ჯერ ალვარესი გააიასნონ და მერე კი ბატონო აახიონ ეგეც მარა ეხლა მგონია შეეძლოთ მოლაპარაკებებში გამოეყენათ ბერნარდო და დაეთმოთ