მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეროვნული ნაკრებების შემადგენლობების დასახელება გრძელდება. დღეს ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრების ის ფეხბურთელები წარადგინა, რომლებიც მუნდიალზე გაემგზავრებიან. ბუნებრივია, ევროპის მოქმედი ჩემპიონების რიგებში ყველაზე მეტი მოთამაშე სწორედ “ბარსელონას” წარმომადგენელი იქნება. ზოგიერთი მათგანის გამოძახება თავიდანვე აშკარა იყო, თუმცა სხვების გამგზავრებასთან დაკავშირებით გარკვეული ბუნდოვანება არსებობდა.
საბოლოო ჯამში, ნაკრებში მიწვევა რვა “ბლაუგრანელმა” მიიღო. ჩვეულებისამებრ, სიაში მოხვდნენ ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, ფერან ტორესი, პედრი და დანი ოლმო. სეზონის ბრწყინვალე დასასრულის წყალობით გუნდს გავიც დაუბრუნდა, ხოლო ერიკ გარსიამ და ჟოან გარსიამ შესანიშნავი სეზონისთვის ჯილდოდ ნაკრებიდან გამოძახება დაიმსახურეს.
გარდა ამისა, მარკ ბერნალი იმ ცხრა ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც სარეზერვო ჯგუფში იქნებიან. ისინი ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ და გუნდში 4 ივნისს, ერაყის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ მატჩამდე დარჩებიან.
“ბარსელონას” ესპანელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ: ალეხანდრო ბალდე, ფერმინ ლოპესი, მარკ კასადო, ჟერარ მარტინი, მარკ ბერნალი.
ესპანეთის ნაკრების სრული განაცხადი: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ჟოან გარსია (ბარსელონა); ემერიკ ლაპორტი (ბილბაო), მარკ კუკურელია (ჩელსი), მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო), ერიკ გარსია (ბარსელონა), პედრო პორო (ტოტენჰემი), ალექს გრიმალდო (ლევერუზენი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), მარკ პუბილი (ატლეტიკო); როდრი (მანჩესტერ სიტი), დანი ოლმო (ბარსელონა), მიკელ მერინო (არსენალი), ფაბიან რუისი (პსჟ), პედრი (ბარსელონა), გავი (ბარსელონა), მარტინ სუბიმენდი (არსენალი); ფერან ტორესი (ბარსელონა), მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), ნიკო ვილიამსი (ბილბაო), ლამინ იამალი (ბარსელონა), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), ბორხა იგლესიასი (სელტა), ვიქტორ მუნიოსი (ოსასუნა).
H ჯგუფი
ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ესპანეთის ნაკრები ასპარეზობას H ჯგუფში დაიწყებს. ისინი პირველ შეხვედრას კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მუნდიალზე პირველად თამაშობს. მეორე ტურში საუდის არაბეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ურუგვაისთან მატჩით დაასრულებენ.
მშვენიერი
ხერარდ მარტინი იმსახურებდა წაყვანას
მეც ასე ვფიქრობ, ნამდვილად სასწაული პროგრესი აქვს და იმედია განაგრძობს წინსვლას.
უფრო მეტად ცენტრის კაცი მარკი იმსახურებს:)
დედა როგორ გამწარდებოდნენ😂😂😂💩
Მსოფლიო რომ დადონ მერე ნახე შენ გამწარება აქამდე იმისთქმა მაინც შეეძლოთ კასილასის გარეშე რა უნდა ექნა ესპანეთსო და ეხლა აღარაფერი დარჩებათ სათქმელი
ეხლა რომ დადონ მუნდიალი და ეს რეალმადრიდის გარეშე მოხდება; პერესი დასამბელი გახდება;
მადრიდისტებს კაი 20 წელი დასჭირდებათ სირცხვილიოს ჩამოსაწმენდად,. ეგეც დავიწყებისთვის, რატომ? რადგანაც გუნდი აწყვეტილია და მომდევნო სანაკრებოებზე ფერმინი და ბერნალიც დაემატებიან, თანაც ხომ ახსოვთ, რომ გრომალდო და კუკურელაც ბარსას აღზრდილები არიან, ის ვიქტორ მუნიოსიც
უფფფფ რას გაასწორებდა ეგ ამბავი😂😂❤️ არცერთი მადრიდისტა ნაკრებში და მუნდიალის მოგება 💙❤️❤️🙌🙌
რეალიდან რამდენი ფეხბურთელია?!
არცერთი
ნაკრების კარში თუ კიდე სიმონი დადგა და რავიცი… დე ლა ფუენტე იმედია ბრმა არაა
ანუ რაია მეორე მეკარედ არის ნაკრებში, ხოდა უნაი სიმონის წლევანდელი ფორმა თუ ვერ დაინახა და მართლა დებილი ყოფილა დელაფუენტე… სადაც ზამორა მოიგო გარსიამ და მაგარი სეზონი ჰქონდა რავი თან ბარსელონას იგროკებზე ანძრევს ეგ კაცი ისე ევასება😅😌😌