workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრისტენსენი მოედანს 158-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

კრისტენსენი მოედანს 158-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა

ანდრეას კრისტენსენი “ბარსელონას” მაისურით მოედანს დაუბრუნდა. დანიელმა მცველმა ბოლო მატჩიდან 158 დღის შემდეგ, ლა ლიგის დასკვნით მატჩში “ვალენსიას” წინააღმდეგ ითამაშა.

21 დეკემბერს ვარჯიშზე მიღებულმა მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის ნაწილობრივმა გაგლეჯამ მას საშუალება არ მისცა, ლა ლიგის ჩემპიონ “ბარსელონას” ისე დახმარებოდა, როგორც თავად სურდა.

დანიელმა ფეხბურთელმა “მესტალიაზე” ერიკ გარსია შეცვალა და მოედანზე 30 წუთი გაატარა, რითაც მიმდინარე სეზონში ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით თავისი მე-18 შეხვედრა ჩაატარა.

ამდენი ხნის გამოტოვების შემდეგ, ეს კრისტენსენისთვის მართლაც განსაკუთრებული დღე იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ 2025/26 წლების სეზონში ჩატარებულ წინა მატჩში მან გოლის გატანაც კი შეძლო, როდესაც კატალონიელებმა ესპანეთის თასზე სტუმრად “გვადალახარა” 2:0 დაამარცხეს.

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” კრისტენსენს კონტრაქტის ერთი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 25 მაი 2026, 14:02
    #2

    არადა ძალიან ნიჭიერია, აფსუსია, რო არ გაუმართლა ჯანმრთელობამ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 24 მაი 2026, 22:33
    #1

    გინდ მკვდარი გინდ შინმოუსვლელი