workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მთავრობა მხარს უჭერს, რომ 2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს სპოტიფაი კამპ ნოუმ უმასპინძლოს

მთავრობა მხარს უჭერს, რომ 2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს სპოტიფაი კამპ ნოუმ უმასპინძლოს

გადაწყვეტილება სამშაბათს ბილბაოსა და “სან მამესის” სტადიონის კანდიდატურასთან ერთად იქნა მიღებული, რომელმაც 2028 წელს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალს უნდა უმასპინძლოს.

სამშაბათს, ესპანეთის განათლების, პროფესიული მომზადებისა და სპორტის მინისტრის, მილაგროს ტოლონის წინადადებითა და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნით, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერა ბილბაოსა და ბარსელონას კანდიდატურებზე ევროპული ფეხბურთის ორი უდიდესი მოვლენის მასპინძლობისთვის. საუბარია 2029 წლისთვის დაგეგმილ მამაკაცთა ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და ერთი წლით ადრე, ბილბაოში გასამართ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. პირველი მათგანის განახლებულ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართვის საკითხი განიხილება, ხოლო ბისკაიის ქალაქში შერჩეული სტადიონი “სან მამესი” იქნება.

ამ შეთანხმებით, მთავრობა ადასტურებს თავის მზაობას, ხელი შეუწყოს დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას და ესპანეთის, როგორც უმაღლესი დონის შეჯიბრებების მასპინძლის პოპულარიზაციას, როგორც სპორტული მნიშვნელობის, ისე ეკონომიკური, ტურისტული და სოციალური გავლენის გამო. ბილბაოს მიზანია, 2028 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ქალთა საკლუბო ტურნირის ფინალის ორგანიზება, ხოლო ბარსელონა 2029 წელს კონტინენტური ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი მატჩის მასპინძლობის კანდიდატია.

ჩემპიონთა ლიგის 2029 წლის ფინალის მასპინძლობისთვის “სპოტიფაი კამპ ნოუ” და ლონდონის “უემბლის” სტადიონი იბრძვიან. პირველი მათგანის ტევადობა 2029 წლისთვის 105 ათასი იქნება, მეორესი კი 90 ათასი. UEFA საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (19)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchezlocal_fire_department კულე
    schedule 28 მაი 2026, 17:50
    #18

    უკეთესი სტადიონი მაგ დროს არ იქნება ესპანეთში😜

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 23:52
    #17

    მაგ წელს მაინც მოვიგოთ

  • mesi_10
    mesi_10star ლეგენდა
    schedule 27 მაი 2026, 21:22
    #16

    იმედი მაქ სპოტიფაი უმასპინძლებს და რათქმაუნდა პირველი ფინალისტიც ბარსელონა იქნება ბარემ ვისურვებდი რო ფინალიც მოიგოს ეეე წარმოსადგენათ მარტივია და ვნახოთ ვნახოთ

  • LEVANII
    LEVANIIflag გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 19:20
    #14

    Გორდონის მოყვანა იმას ნიშნავს რიმ რაშფორდს აღარ გამოისყიდიან კლასში დიდი სხვაობა არარი უბრალოდ გორდონი უფრო მუშაა და ფლიკს ეგ მოეწონებოდა

    • ALBATROSS
      ALBATROSSeco ახალბედა
      schedule 27 მაი 2026, 19:47
      #15

      კლასში კიი მაგრამ რაშფორდი არასაიმედოა მაგ მხრივ რომ არასტაბილურია და რაღაც მხრივ ვერაა რა ბარსელონას დონის მაინც ეგ ბიჭი ვერ დაიმკივდრებს თავს ძირითადში ისეთი ტიპია… გორდონი კი რავი ნიუკასლში გამოცდილია და მართლა შედარებით მუშაა არეზარება პრესინგი თან ვნახეთ უკვე ინგლისში ნიუკასლის პრესინგი არ ჩამოუვარდა ბაიერნის და პსჟ პრესინგს და ბევრჯერ შეაწუხა მეტოქე წინა ხაზმა

  • Ronaldinho.R10
    Ronaldinho.R10shield ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 19:10
    #13

    ფაბრიციოდან დაწყებული ყველა სპორტული გამოცემა მთელი დღეა იმას წერს ნიუკასლიდან გორდნი უნდა ბარსელონასო და აქ როგორ არაფერი წერია.

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 19:08
    #12

    გორდონი არაა ცუდი კაცო. უბრალოდ სუფთა 9 იანი უნდა დავივიწყოთ. გორდონის ტრანსფერი იაფი არ იქნება. მაგის შემდეგ დაცვაზე გადაერთვებიან იმედია, ყველაზე დიდი პრობლემა მანდაა. ოსიმენს ვაბშე არ განიხილავდნენ ესენი როგორც ჩანს. შეიძლება 9 იანზე კუანა ვლაჰოვიჩი მოიყვანონ და ეგ იქნება.

  • jacky iakovenko
    jacky iakovenkoshield ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 19:03
    #11

    ამათ სატრანსფერო პოლიტიკას ვერაფერი გავუგე მე ….. კუნდეზე რომ ოფერი მივიღოთ გავყდითო ! შიგ ხომ არ დაგრჩათ ბიჭო რამე, სუ გამოხმით?! გერარ მარტინით+ერიკ გარსიათი და არაუხოთი აპირებთ თქვენ ლიგის მოგებას? ამ ატლეტიკომაც რა გააკტრაკა რა გააკეთეა ამ ხულიანმა 150 მილიონის ედრენა ბალი!!!

  • Gaucho97
    Gaucho97flag გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 17:57
    #9

    გორდონზე ვიდეო ჩაწერა ფაბრიციომ და ისე თქვა რომ ბარსა და გორდონი Done deal! ესეიგი სერიოზულად არის უკვე საქმე, ფლიკს არ ესწავლება, იქით ბაიერნი არის დაინტერესებული ჰანსი ძია ცდილობს ბავარიელებს აახიოს, არჩევანზე რომ მიდგეს საქმე ბარსას აირჩევს მგონია, თუ ეს მოვიდა რაშფორდის საქმე როგორ იქნება არ აპირებენ გამოსყიდვას? ალვარეზზეც მაგრად იწერება ბარსაში წავაო ეს ორი რომ მოიყვანონ წინა ხაზს მეტი არაფერი სჭირდება წლები, მთვარია გორდონის მოყვანით ცხრიანად ტორესი არ მოიაზროს მარტო ვერ ვაპატიებ ჰანსი ძიას ტოპ ცხრიანის არ დამატებას, წელს ცხელი სატრანსფერო ფანჯარა გველოდება შეიძლება ყველას ვაჯობოთ ტოპ ტრანსფერებში

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 16:49
    #8

    აზრზე არ ვარ რად უნდათ გორდონი. ინგლისელი ბარსაში რავი. კი მაგარი ბიჭია მარა თუ ფლანგზე განიხილავენ კიდე ხო, თუ 9 აღარ მოყავთ მაშინ პიზდც. ნუ ფლიკმა უკეთ იცის როგორ უნდა თამაში. პსჟს სულ არ ყავს ნომინალური 9 მარა კი ხევს ყველას. იმედია დაცვაში სენესის მაინც მოიყვანენ უფასოდ და კრისტენსენს და არაუხოს გაუშვებენ…

  • ALBATROSS
    ALBATROSSeco ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 15:58
    #7

    გორდონზე ოფიციალურად მიდისო ლაპარაკიო ნიუკასლთან ფორვარდზე იმედია ალვარესი ან პედრო მოვა და წინა ხაზი დაკომპლექტდება

  • Cule cule
    Cule culeeco ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 15:40
    #6

    გორდონს მოიყვანენ მგონი ფაბრიციო რომანომ დაწერა და ფორვარდს დაემშვიდობოთ ფერან ტორესინიქნება 9 ნომერი 😬

  • ALBATROSS
    ALBATROSSeco ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 09:46
    #2

    ენტონი გორდონი ნიუკასლიდან მარცხენა კრაიზე რიგორი ბიჭია? ეგ ის ბიჭი არაა მაგ ფლანგიდან რომ გვაწიოკებდა კუნდე გარსიას თუ ვცდები

    • araujo4
      araujo4local_fire_department კულე
      schedule 27 მაი 2026, 12:34
      #3

      ალვარესის მერე გორდონზე გული როგორ უნდა მიმივიდეს არ ვიცი…

      • Rivaldo80
        Rivaldo80shield ვეტერანი
        schedule 27 მაი 2026, 14:21
        #5

        ალვარესი რაშუაშია გორდონი ვინგერია 😂 სკამაოდ ნიჭიერია და ბავარია ტყუილად თვალს არავის დაადგამს.

      • nika 54
        nika 54star ლეგენდა
        schedule 29 მაი 2026, 17:15
        #19

        ალვარესიც უნდათ.

    • cruyff9
      cruyff9star ლეგენდა
      schedule 27 მაი 2026, 14:00
      #4

      ძმებო სავარაუდოდ გორდონი ფლანგის შემტევად უნდათ,რაფინიამ ტრამვა მიიღო და ვნახეთ რაც დაგვემართა,,მაგარი ბიჭია ტო,კვარას გავს,,თუ ეგ ოფციაა რო ფლანგისთვის უნდათ მივესალმები მარა თუ ეგ მოყავთ ცხრიანად მაშინ შარში ვართ

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_shield ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 09:41
    #1

    საიტი რო 2 დღეში ერთხელ გაგდებს იქნებ რამენაირად გაასწოროთ,
    სურვილი აღარ მაქ უკვე შემოსვლის იმდენჯერ უნდა ვწერო მეილი და პაროლი

    • barcaman
      barcamanstar ლეგენდა
      schedule 27 მაი 2026, 18:36
      #10

      გავასწორეთ ეს პრობლემა. ახლა ერთხელ კიდევ გამოგაგდებთ, რადგან არსებულ ავტორიზაციებზე ძველი წესი მოქმედებს, შემდეგ ავტორიზაციის გავლის შემდეგ კი აღარ გამოგაგდებთ.

      სხვა დროს, რამე შეცდომას თუ აღმოაჩენთ საიტზე, დაგვიკავშირდით ადმინისტრაციას. კომენტარების მუდმივად კითხვას ვერ ვახერხებთ და დიდი შანსია, რამის გამოსწორება უნდოდეთ მომხმარებლებს და ჩვენ ეს არ ვიცოდეთ.