workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის რეკორდები ბარსელონაში

ჰანსი ფლიკის რეკორდები ბარსელონაში

ჰანსი ფლიკმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ეს სიახლე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან “ბარსას” 29-ე საჩემპიონო ტიტული გაუფორმა და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” სრულყოფილი საშინაო სეზონი ჩაატარა, სადაც გუნდმა შესაძლო 57 ქულიდან ყველა მოიპოვა.

თუმცა, ფლიკის ორწლიანმა მუშაობამ კლუბს უკვე ბევრად მეტი მოუტანა, ვიდრე უბრალოდ ტიტულებია. “ბარსას” სათადარიგო სკამზე გატარებულმა პერიოდმა არაერთი რეკორდი და მიღწევა შვა, რამაც იგი უკვე დააყენა კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელების გვერდით. მათ შორის, იგი შეუერთდა იმ მწვრთნელთა ვიწრო წრეს, რომლებმაც ლა ლიგა თავიანთ პირველ ორ სეზონში ორჯერ მოიგეს.

მეორე საუკეთესო გამარჯვებების პროცენტი

ფლიკის სტილმა პირველივე დღეებიდანვე მოიგო ფეხბურთელების გული. გერმანელმა გუნდს 116 მატჩში უხელმძღვანელა, სადაც 88 გამარჯვება, 10 ფრე და მხოლოდ 18 მარცხი ჩაიწერა ანგარიშზე. მისი გამარჯვებების 75.9%-იანი მაჩვენებელი მეორეა კლუბის ისტორიაში და მას მხოლოდ ლუის ენრიკე უსწრებს, რომელმაც 181 მატჩში 76.2%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა.

გოლები, გოლები და კიდევ მეტი გოლი

ეს ციფრები თითქმის მყისიერადვე აისახა რეალობაში. ფლიკის ხელმძღვანელობით “ბარსამ” გაიმეორა კლუბის ისტორიაში ლა ლიგის საუკეთესო სტარტის მეორე შედეგი, როდესაც ზედიზედ პირველი შვიდი მატჩი მოიგო. 2024/25 წლების სეზონი საბოლოოდ 175 გატანილი გოლით დასრულდა, რაც კლუბის ისტორიაში მესამე ყველაზე შედეგიანი სეზონია.

ფლიკის ხელში გუნდმა ლა ლიგის ზედიზედ 55 მატჩში მოახერხა გოლის გატანა, რაც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი საგოლე სერიაა, რომელიც გასულ კვირას “ალავესთან” 1-0 მარცხით დასრულდა.

დაუმარცხებელი სახლში

ჰანსი ფლიკმა “სპოტიფაი კამპ ნოუ” ნამდვილ ციხესიმაგრედ აქცია. გერმანელი მხოლოდ მესამე მწვრთნელია “ბარსას” ისტორიაში, ვინც ლა ლიგაში სრულყოფილი საშინაო სეზონი ჩაატარა. მასზე ადრე ამ მიღწევას მხოლოდ ენრიკე ფერნანდესმა (14-გუნდიან ჩემპიონატში) და ელენიო ერერამ (ორჯერ, 16-გუნდიან ჩემპიონატში) მიაღწიეს, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს იყო უფრო მოკლე სეზონები, ნაკლები მატჩების რაოდენობით. სწორედ ამიტომ, ფლიკის 19 საშინაო გამარჯვება ოქროს ასოებით შევა ისტორიის წიგნებში.

დომინაცია “რეალ მადრიდზე”

ფლიკის პერიოდში “ბარსამ” აშკარა უპირატესობა მოიპოვა “რეალ მადრიდზე”. ჩატარებული შვიდი კლასიკოდან მან ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა, რაც გამარჯვებების საოცარ 85.7%-იან მაჩვენებელს იძლევა.

ამ გამარჯვებებიდან სამი ფინალში დაფიქსირდა. მან არა მხოლოდ მოიგო სამივე შესაძლო ტიტული (ორი ესპანეთის სუპერ თასი და ერთი კოპა დელ რეი), არამედ ეს გუნდის მარადიულ მეტოქესთან დაპირისპირებაში გააკეთა. “ბარსას” ბოლო საჩემპიონო ტიტულიც მათემატიკურად სწორედ “რეალ მადრიდთან” მატჩში განაღდა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა კლუბის ისტორიაში.

ადგილობრივი გმირები

ჰანსი ფლიკი ასევე გამოირჩევა “ბარსას” ახალგაზრდული სისტემისადმი დიდი ნდობით. მისი მუშაობის პერიოდში “ლა მასიას” ცამეტმა ფეხბურთელმა შეძლო პირველ გუნდში დებიუტის აღნიშვნა: მარკ ბერნალმა, ჟერარ მარტინმა, პაუ ვიქტორმა, სერჟი დომინგესმა, ანდრეს კუენკამ, ტონი ფერნანდესმა, დანი როდრიგესმა, ჟოფრე ტორენტსმა, დრომ, ტომი მარკესმა, ჩავი ესპარტმა და, სულ ახლახან, ალვარო კორტესმა. არ უნდა დაგვავიწყდეს დანი ოლმოც, რომლის დებიუტიც ფლიკის ხელში შედგა მას შემდეგ, რაც იგი “ლა მასიას” დატოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კლუბში დაბრუნდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 23 მაი 2026, 01:10
    #10

    იდეალური მწვრთნელი გვყვავს

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 20 მაი 2026, 13:52
    #9

    ლუის ენრიკემ ცოტათი აჯობა, მაგრამ შეადარეთ ვინები ყავდა გუნდში მას და მერე ფლიკს.

  • barca9999
    barca9999 გულშემატკივარი
    schedule 19 მაი 2026, 08:45
    #5

    არ ვიცი ვის რა პრობლემ აგაქვთ შესვლასთან. მე მაგალითად შევიყვანე ნიკი პაროლი და არც გამოუგდივარ, ოთონდ ვხმარობ ოპერას…

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 19 მაი 2026, 02:46
    #4

    ჟოაო პედრო ბარსაშიო და ბებერმა ძუკნამ განაცხადისან ამოაგდო😀 იგორ ტიაგო მართლა ფეხბურთელი გონია ამჩემისას? არადა მაგრად მევასება ჯოაო პედრო ბრაუტონიდან მარა ბარსაში რამდენად გაქაჩავს რავი რაა ძან ზედმეტი ფასი ადევს

  • G14
    G14 ვეტერანი
    schedule 19 მაი 2026, 00:42
    #3

    საიტის ადმინებს: ტელეფონით რო შემოვდივარ მომდევნო
    თამაშზე მხოლოდ დროს წერს არვიცი ეს ჩემთანაა მარტო თუ ყველასთან და კარგი იქნება თარიღიც ეწეროს 🤍

    • Ronal10Dinho
      Ronal10Dinho გულშემატკივარი
      schedule 19 მაი 2026, 10:26
      #6

      ჩემთანაც ეგრე წერია. ცუდია ძალიან 🥹

    • Rick Sanchez
      Rick Sanchez კულე
      schedule 19 მაი 2026, 18:38
      #7

      Egrea egre

      • G14
        G14 ვეტერანი
        schedule 20 მაი 2026, 00:52
        #8

        ეს ცუდიააა ცუდიაააა ცუდიაააააა

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 18 მაი 2026, 21:34
    #2

    ესე იგი, ყოველ სეზონზე, რამე რეკორდს არტყავს. კლუბის ხელმძღვანელობას რა ვუთხარი რო ვერაფრით ეხმარება. ერთი ორი ფეხბურთელის ყიდვა ვერ უნდა შეძლონ.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 18 მაი 2026, 20:38
    #1

    თუ ატყობთ რო ასე თუ გაგრძელდა აქ ხალხი აღარ შემოვა, ერთი ავტორიზაციის გავლა მაინც არ შეიძლება გამოსწორდეს?