ხვალ გასამართი სუპერდაპირისპირებისთვის მსაჯთა ბრიგადა უკვე ცნობილია. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” შორის გასამართი მატჩის მთავარი არბიტრი ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი იქნება, ხოლო VAR-ის ოთახში ხავიერ იგლესიასი იმუშავებს.
როგორც ყოველთვის, “ელ კლასიკოს” წინ მსაჯის ვინაობა გულშემატკივრებში დიდ ინტერესსა და განხილვას იწვევს. ერნანდეს ერნანდესი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, თუმცა, ამავდროულად, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციის მქონე რეფერია.
ერნანდეს ერნანდესის სტატისტიკა და ისტორია
- ზოგადი პროფილი: კატეგორიული და მკაცრი არბიტრი, რომელიც ლა ლიგაში 2012 წლიდან მოღვაწეობს. სტატისტიკურად, იგი ერთ მატჩში საშუალოდ 5.5 ყვითელ ბარათს აჩვენებს და არც მოედნიდან ფეხბურთელების გაძევებას ერიდება, განსაკუთრებით მაღალი დაძაბულობისა და პრინციპულობის მქონე თამაშებში.
- “ბარსელონას” მატჩებში: ამ არბიტრის განსჯილ შეხვედრებში მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი 60%-ს აღწევს, რაც კატალონიური გუნდისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. კატალონიელ გულშემატკივრებს მასთან სტატისტიკის გარდა არაერთი სადავო ეპიზოდიც აკავშირებთ. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ 2018 წლის “ელ კლასიკო”, როდესაც ერნანდესმა პირველ ტაიმში გარეთ ბეილს აშკარა წითელი ბარათი არ უჩვენა, მეორე ნახევარში კი უელსელმა გოლი გაიტანა და მადრიდელებს ქულა მოუტანა.
- “რეალ მადრიდის” მატჩებში: მადრიდელთა ბანაკში ერნანდეს ერნანდესი ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ მსაჯად ითვლება. დედაქალაქელები მას ხშირად აკრიტიკებენ და მისი მსაჯობისას “ბლანკოსის” ფეხბურთელებს არაერთხელ მიუღიათ წითელი ბარათი. საერთო ჯამში, მადრიდელების სტატისტიკაც მისი მსაჯობისას დადებითია (54%) მოგება, თუმცა ბარათების რაოდენობა მუდამ სადავო თემაა ხოლმე.
- “ელ კლასიკოს” გამოცდილება: ერნანდეს ერნანდესს “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირება არაერთხელ განუსჯია. მისი მსაჯობით გამართული მატჩები ტრადიციულად უხეშობით, ემოციური ფონით, ბარათების სიმრავლითა და VAR-ზე ხშირი გადამოწმებებით ხასიათდება. გამართული 5 დაპირისპირებიდან 2 “ბარსელონამ” მოიგო, 1 “რეალ მადრიდმა”, ხოლო ორიც ფრედ დასრულდა.
ხვალინდელი საფეხბურთო სპექტაკლი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება და არწაგების შემთხვევაში “ბარსელონა” ჩემპიონობას ოფიციალურად გაინაღდებს.
მადრიდისტა
კეთილი კაცია
კიდევ კარგი მადრიდელი არ დანიშნეს, თუმცა ესეც მაგარი გნიდაა.
ბეილი რო არ გააგდო მანდ რობერტო არ გაგვიგდო? რაღაც ეგრე მახსოვს, პლიუს კიდე გოლი ჩაგვითვალა, სუარესის, ვარანი რო მოცელა :დ ანუ ჯამში მადრიდისტა არაა უბრალოდ დებილია, უდაბლესი დონეა მარა ყველაზე მნიშნველოვან თამაშებს მსაჯობს სულ და ეგ უკვე ნიშნავს ზოგადად რა ხდება ესპანეთის მსაჯებში. ვარი შემოვიდა და ამათ არაფერი ეშველათ.
რავი რა უნდა თქვაა, საერთოდ რატო არ არსებობს რამე კანონზომიერება, რითიც მსაჯების არაკომპეტენტურობა და უხეში შეცდომები დაისჯრბა ან რამე მსგავსი, შარშან ამან კლასიკოში რაც იკადრა იმის მერე კიდე ამის დანიშვნა, აშკარა უპატივცემულობაას და ეჭვებს იწვევს ჩემში…იმედი მაქვს კაცს არ გაგვიგდებს და ერთხელ მაინც წესიერად იმსაჯოს, შეგვარგოს კლასიკოს ყურება რააა
ამის მომენტი 2018 წელს, ფიფას სამსაჯო კომიტეტმა მუნდიალის წინა სესიებზე წითელი ბარათის 100%-იან მომენტად შეაფასა. ბეილი მაშინ მარტო გასაგდები კი არა მაგარი საცემიც იყო.
აბა რა, სხვას არც ველოდი. 8 წლის უკამდელი კი არა, შარშანდელი გავიხსენოთ: მადრიდელები უხელოები ყოფილან და ჩვენ გვაქვს მარტო ხელები