ვალვერდემ და ჩუამენიმ, შესაძლოა, ელ კლასიკოში ვერ ითამაშონ

ვალვერდემ და ჩუამენიმ, შესაძლოა, ელ კლასიკოში ვერ ითამაშონ

მატჩის დრო: --:--

პოტენციურად სატიტულო თამაშში “ბარსელონას” მეტოქის, “რეალ მადრიდის” ბანაკში დიდი არეულობაა.

10 მაისს “ბარსელონა” “რეალ მადრიდს” უმასპინძლებს და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ მატჩში ქულის აღების შემთხვევაშიც კი ესპანეთის ჩემპიონობას გაინაღდებს. “ბლანკოსის” მდგომარეობა სახარბიელო არც აქამდე იყო, მაგრამ ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდა.

დღე არ გავა, “რეალ მადრიდის” გასახდელში არსებულ ცუდ ატმოსფეროზე რომ არ დაიწეროს. არის საუბრები იმაზე, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალვარო არბელოას რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის კილიან მბაპესთან კონფლიქტი აქვს. ასევე ვრცელდებოდა ცნობები ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებაზეც.

მადრიდულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, გუშინ გამართულ ვარჯიშზე ფედერიკო ვალვერდემ და ორელიან ჩუამენიმ იჩხუბეს. როგორც ჩანს, ინციდენტი ამით არ ამოწურულა და თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და შედეგად ვალვერდეს საავადმყოფოში მოხვედრით დასრულდა.

RMC Sport-ის ცნობით “რეალ მადრიდი” აპირებს, დისციპლინარული საქმე ორივე ფეხბურთელის მიმართ აღძრას, ორივე დასაჯოს და მათ “ელ კლასიკოში” თამაშის უფლება არ მისცეს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (25)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    08 მაი 2026, 16:42

    ჩუამენს არ ვუცემივარო, უბრალოდ რო დამარტყა მაგიდის კიდეს მივარტყი თავიო. ხო მაგარი თავის მართლებაა.