კატალონიურმა გამოცემა Sport-მა როდრის ტრანსფერთან დაკავშირებული გადამწყვეტი საათების დეტალები გაასაჯაროვა. “ბარსელონა” კულისებში ჩუმად მოქმედებდა და ყველა მხარე ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ნებისმიერი ინფორმაციის გაჟონვა, რასაც შესაძლოა შეთანხმებისთვის საფრთხე შეექმნა, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც უპირატესობას “რეალ მადრიდი” ფლობდა. შემდეგ კი სურათი მოულოდნელად შეიცვალა.
გარდატეხის დასაწყისი
გარდამტეხი მომენტი ხუთშაბათს, 30 ივლისს დადგა. “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ხორვატიაში ხანმოკლე შვებულება დაასრულა და წესით, პირდაპირ ინგლისში უნდა გამგზავრებულიყო, რათა ახალი სეზონის წინ გუნდის შეკრებას შეერთებოდა.
ამის ნაცვლად, პორტუგალიელმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ის ჯერ ბარსელონაში დაბრუნდა და გუნდთან შეერთებამდე იქ ერთ დღეზე მეტხანს დარჩა. ამ ნაბიჯმა კლუბში გაკვირვება გამოიწვია, რადგან ჰანსი ფლიკი და სამწვრთნელო შტაბი უკვე ინგლისში იყვნენ და ამხანაგური მატჩებისთვის ემზადებოდნენ.
ეს დაბრუნება შემთხვევითი არ ყოფილა. დეკუმ დრო დაუთმო უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრას ტრანსფერის საქმეზე, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა სტრატეგიულად მიიჩნევდა. მას როდრის წარმომადგენლებთან პირველადი კონტაქტი უკვე დამყარებული ჰქონდა პირობებისა და ტრანსფერის განხორციელების შანსების გასარკვევად.
საიდუმლო შეხვედრა, რომელმაც როდრის გეგმები შეცვალა
Sport-ის ცნობით, “ბარსელონამ” მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა პირს საიდუმლოების მაქსიმალურად დაცვა სთხოვა, რათა პროცესისთვის ხელი არ შეშლოდა. კლუბში ზუსტად იცოდნენ, თუ რამდენად სენსიტიური იყო “რეალ მადრიდთან” კონკურენცია.
დაემთხვა ისე, რომ ივლისის ბოლოს როდრი კატალონიაში, კოსტა ბრავაზე ქორწილს ესწრებოდა. ამ ფაქტმა ფეხბურთელსა და დეკუს შორის პირდაპირი შეხვედრის შესაძლებლობა გააჩინა.
ისინი ერთმანეთს ფეშენებლურ სასტუმროში შეხვდნენ, საუბარი კი დაახლოებით ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა. დეკუმ ფეხბურთელს კლუბის სპორტული პროექტის დეტალები და გუნდში მისი მომავალი როლი გააცნო. მან ასევე ისაუბრა ფლიკის ხედვებსა და როდრის მნიშვნელობაზე მომავალი წლების განმავლობაში.
ამან გაამართლა. მოთამაშის პოზიცია მკვეთრად შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მისი მომავალი თითქოს “რეალ მადრიდს” უკავშირდებოდა. როდრიმ “რეალ მადრიდის” შეთავაზება მოისმინა და მათთან მოლაპარაკებებიც გამართა, მაგრამ დეკუსთან შეხვედრამდე საბოლოო თანხმობა არასდროს განუცხადებია.
ფლიკი საქმეში ერთვება
დეკუს შეხვედრა მხოლოდ დასაწყისი იყო. ფეხბურთელის დარწმუნებაში პირდაპირი როლი ჰანსი ფლიკმაც ითამაშა. მან როდრის რამდენჯერმე დაურეკა, რათა თავისი ტექნიკური ხედვა აეხსნა და ხაზი გაესვა იმ ლიდერის როლისთვის, რომლის შესრულებასაც მისგან ელოდა.
“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის პირდაპირი კონტაქტი აუცილებელი იყო. “რეალ მადრიდთან” კონკურენცია სასტიკი იყო და ამ ტრანსფერის დახურვა აჩვენებდა, თუ რამდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი კლუბს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის დამატება.
ფარული კოზირი
Sport-მა ასევე გამოავლინა დანი კოდინას – “ბარსელონას” მოთამაშეთა მომსახურების ხელმძღვანელის მნიშვნელოვანი როლი. მისი სახელი მოლაპარაკებებში არასდროს გამოჩენილა, მაგრამ მან მხარეების დასაახლოებლად ბევრი რამ გააკეთა.
კოდინას მნიშვნელობა როდრისთან მისი წარსული ურთიერთობიდან მომდინარეობს, როდესაც ისინი “მანჩესტერ სიტიში” ერთად იყვნენ. იქ ისინი დაახლოვდნენ და ამ კავშირმა მოლაპარაკებებში ნდობისა და კომფორტის ატმოსფეროს შექმნას შეუწყო ხელი.
სწორედ ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც როდრისა და დეკუს საიდუმლო შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარა. მან ასევე გააძლიერა ფეხბურთელის კავშირის განცდა კატალონიურ პროექტთან.
გადამწყვეტი მომენტი
მომდევნო დღეებში “ბარსელონასა” და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი მედიისთვის სრული სიჩუმის ფონზე გაგრძელდა. გასულ ხუთშაბათს კი ნანატრი მომენტი დადგა – კლუბმა როდრისთან დაახლოებული პირებისგან მიიღო ზარი, რომელმაც დაადასტურა, რომ პროექტმა ფეხბურთელი დაარწმუნა და მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზე იყო გადასული.
ზარების სერიამ და საიდუმლო შეხვედრებმა თავისი შედეგი გამოიღო. “ბარსელონამ” სრულად შემოატრიალა სიტუაცია და ჩამოიტოვა “რეალ მადრიდი”, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ უპირატესობას ფლობდა.
დარჩენილია მხოლოდ ბოლო დეტალები. “ბარსელონა” ამ გარიგებას განიხილავს, როგორც სტრატეგიულ ნაბიჯს ნახევარდაცვის აღსადგენად დიდი გამოცდილებისა და ლიდერული თვისებების მქონე მოთამაშის მეშვეობით. ტრანსფერის წარმატებით დასრულება კი მძიმე დარტყმას მიაყენებს “რეალ მადრიდის” ამბიციებს, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველის დამატება სურდა.
დეკუმ წაართვა ჩემი ღლე! გვარდიოლამ შეუყო როდრის ბარსაში წადი, იქ არის შენი სტილი და თანაგუნდელებიო და მაგიტო გადაწყვიტა
კაროჩე ყველა ტრანსფერი სხვისი დამსახურებაა და არაფერი დეკოს არა🤣🤣ტიპმა ყველა ტრანსფერი ათიანში დასვა. არ გევასება იმას არ ნიშნავს რეალობას აცდე.
რა რეალობას ავცდი, ნახე დევს ინფოები რომ პეპი ურჩევს როდრის ბარსაში წასვლას, თვითონ როდრის რეალში უნდოდა
აი ძაან გამოგვადგება როდრი
სადღაც წავიკითხე როდრის წელიწადში 30მ უნდა გადაუცადოს ხელფასიო. თუ ეს სიმართლეა მაშინ ძაან სისულელეა ამხელა ხელფასის გადახდა
მე ის უფრო მიკვრის თუ დეკო როდრის შორის შეხვედრა შედგა, ეგ როგორ გამორჩათ ჟურნალისტების ქორივით თვალებს, 1 ფოტოც როგორ ვერავინ გადაიღო რო ერთ სასტურმოში იყვნენ. ან რათ უნდა ჟურნალისტი ყველას ტელეფონი აქ, გადაეღოთ 1 ფოტო და გაეყიდათ :დ გამდიდრდებოდნენ. აშკარად დეკომ გადაიცვა და ქალის ფორმით შევიდა 😂
ისინი ერთმანეთს ფეშენებლურ სასტუმროში შეხვდნენ, საუბარი კი დაახლოებით ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა. დეკუმ ფეხბურთელს კლუბის სპორტული პროექტის დეტალები და გუნდში მისი მომავალი როლი გააცნო. მან ასევე ისაუბრა ფლკის მაგიაზე, ამ საუბარს თურმე აგენტი 007 ესწრებოდა, რომელმაც როდრის აუხსნა, რომ უარის შემთხვევაში მას ოკეანეში ზვიგენებს ჩაუგდებდა, აი ამის შემდეგ კი ყველაფერი დამთავრდა, მთავარი კი ისაა, რომ აგენტი 007 დეკუ იყო, ორ როლს ერთად თამაშობდა…ჭირი აქა ლხინი იქა😂
მიწასთან გაასოწრეს დეიონგი 22 მილიონს რომ იღებდა ხელფასს კოვიდის დროს გადავადების გამო და წელს არაუხო(უკვე აღარ) ოლმო კუნდე რაფინია შტეგენი იამალი ყველა დეიონგზე მეტ ხელფასს იღებს კაცმა 7-8 მილიონით შეიმცირა ხელფასი და კიდე აქით აშავებს სირი ჯერარდ მორენო და წასვალზე წერენ
ნახე მეგობარო, ჯერ ერთი ყველა მნიშნველოვან თამაშში დამტვრეულია და ყელშია, მერე მსოფლიოს გამო, მიუხედავად იმისა რო ვიცით რამხელა მნიშნველობა აქვს ამ ტურნირს, ტრამვით ითამაშა და თავი გაიუბედურა, ხო იცოდა რო ამის გამო მინიმუმ ნახევარი წლით გუნდს ვეღარ დაეხმარებოდა? იფიქრა გუნდზე? არა. არც მე ვიფიქრებდი და კი მეც ნაკრებს ავირჩევდი მარა თუ გამაშავებდნენ, ჩემ შემცვლელს იყიდიდნენ და აღარ განმიხილავდნენ არც ეგ მეწყინებოდა. დაიკიდა გუნდი? გუნდმაც დაიკიდა. აწი დაბრუნდეს და დაამტკიცოს რო როდრიზე უკეთესია და იბრძოლოს ძირითადისთვის ან წავიდეს. რაც შეეხება ჯერარ რომეროს, თუ იუთუბერ ჯურნალისტს გულისხმობ, მაგან ვინ უნდა გააშვოს, თითონ გაშავებულია და ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს.
არარი გასაშავებელი?! ტიპი სეზონის რთულ მონაკვეტებში სულ ტრავმას იღებს თან კაი დიდს, გამოკეთდა გამოვიდა და თამაშებზე უარი თქვა ბარსაში რო მაოფლიოსთვის ტრავმა არ მიეღო წავიდა მსოფლიოზე და რამხელა ტრავმაც აიკიდა კი ჩანს, თუ იმსახურებს ადგეს ეხლა და დასვას პედრი სკამზე თუ მაგარია და თუ იმსახურებს რასაც იღებს, რუიზმა რაა ვერ დასვა სკამზე პედრი? მენტალურად არი ქეთინო ეგ ბიჭი და დიდი სიამოვნებით მოაშორებდა ფლიკი მაგას გუნდიდან
ძაან მიყვარდა დეიონგი, უბდენიერესი ვიყავი რომ იყიდეს. მაგრამ ფაქტია ვერ გაამართლა ძმა ის ავანსები რაც მასზე გაიცემოდა. არ ჩაუჯვია ნაღდათ მაგრამ , გუნდის და ნახევარდაცვის ლიდერი უნდა გამხდარიყო და გახდა შენი აზრით??? მანჩესტერი რომ დაინტერესდა ორი წლის წინ მაშინ უნდა გაგვეშვა 100+ სად. მაგრამ აწ დაბერებას და მერე უფასოდ გაშვებას ჯობია 50 მილიონი მაინც ავიღოთ. ახლა თავად დეიონგიც აღარ უნდა გაჯიუტდეს წესით. თავადაც ხვდება რომ როდრის ეგ კონკურენციას ვერ გაუწევს და ალბათ დათანხმდება ინგლისში ან საფრანგეთში ტრანსფერს. მთავარია მინიმუმ 50 ლიმონი მოიტანოს კლუბს.
დეიონგის ხელფასი თურმე12-13 მილიონი არის ივლისიდან მაგაზე რატო არავინ არაფერს წერს😀 ამ ხელფასით დეიონგი არსად გასაშვები არაა სულ რო 80 მილიონი შეთავაზება გააკეთოს ვინმემ ამ ბიჭმა ეს ტრამვა მოიშოროს ბოლომდე და იდეალური ნახევარ დაცვაც გვეყოლება როდრი ერთი 3 წელი გაქაჩავს წესით ეგეც არაა ძან გამძლე
კაი მაშინ ეხლა რომ დაბრუნდება 6 თვის მერე ითამაშებს 2 თამაშს მერე სეზონი რომ დამთავრდება წავა ნაკრებში მიიღებს 5 თვიან ტრავმას ბარსა ხელფასს გადაუხდის წოლაში
ვის ვის და დეიონგს არ უნდა მივტიროდეთ, ან 12-13 ლიმონი რაშიაქ მაგ ტრამვალენს, რაც როდრი გუნდში იქნება ეგ სასტავში ვეღარ მოხვდება ვერასდროს, თუ უნდა მოხვედრა დასვას მაშინ პედრი სკამზე რისი თავიც არაქ
ამდონეზე მიყვანილი საქმე წესით უნდა დაეხურათ უკვე.
იმედია როგორც იციან ბოლოს არ ჩაიშლება ტრანსფერი 😀
ვაჭრობა მიდის მარა ეკვე ჩვენია როდრი 99%
5-10 მილიონზე მიდის ბაზარი, ბოლოს რომელიმე დათმობს, 10 მილიონის გამო ტრანსფერი არ მგონია ჩაიშალოს თუ მართლა ამხელა სპეცოპერაცია ჩაატარეს. რა თქმა უნდა უდაბლესი თანხით იწყებს ბარსა შეთავაზებას ყოველთვის, 45 ბარსა იხდის, 70 სიტის უნდა. ოქროს შუალედში გაჩერდებიან, სადღაც 55-60 პლიუს ბონუსები.
ჰო ალვარესზე დაიწერა ორშაბათს დაელოდეთ ბომბი აფეთქდებაო და ვნახოთ აბა რაიქნება ბოლო პერიოდია დარჩენილი ისედაც… ოსიმენი ატლეტიკოში შეიძლება მერე აღმოჩნდეს თუ ალვარეს არ დააკავებენ მანდ
მაგარი კვირეული გვაქ ბარსას ფანებს არაუხო ფერანი მიდის მოდის როდრიი და ალვარესზე ზეგ გავიგებთ შეძლებს თუ არა დაარწმუნოს ატლეტიკოს ხელმძღვანელობა
ვუსკოვიჩი მოიყვანონ ეხლა და ახალგაზრდული დაცვის ხაზი ეყოლება ბარსელონას
დავაგვიანეთ ძმა, ბორნმუთმა თუ ბრაიტონმა იყიდა 55 მილიონად☹️ ჩემი ოცნება იყო ეგ ბიჭი. გავაგრძელებ დაკვირვებას წელსაც და ვნახოთ რას იზამს ინგლისში. მე პირადათ ახალ სერხიო რამოსს ვხედავ მაგ სერბში.
დეკუ ნახეეე დავცინოდით ააქ და რეებს ჩარხავს შეხედეთ, არაუხოც როგორ მიასუხარა 1 დღეში. იმხელა ხელფასი დაიზოგა კი მოიყვანენ ერთ კაი მცველს, ლაპორტი გამოირიცხა რადგან 80 ლიმონს ითხოვენ და ალბათ რომეროს მოიყვანენ.