ოფიციალურად: რუნი ბარდჯიმ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა

ოფიციალურად: რუნი ბარდჯიმ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა

“ბარსელონას” ახალგაზრდა შვედმა შემტევმა, რუნი ბარდჯიმ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ინფორმაცია ამის შესახებ “ბლაუგრანამ” ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.

ჯვარედინი იოგის გაწყვეტა ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრავმაა, 20 წლის ფეხბურთელისთვის კი ეს კარიერაში უკვე მე-2 ასეთი დაზიანებაა. ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არაა, თუმცა დიდი ალბათობით რუნის მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ ვიხილავთ. ეს ტრავმა ხელს შეუშლის მის ტრანსფერსაც, რომელიც გარდაუვალი ჩანდა.

2025/26 წლების სეზონში რუნი ბარდჯიმ 28 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – 12 ლა ლიგაში, ხუთი ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი კოპა დელ რეიზე და ერთი ესპანეთის სუპერ თასზე – გაიტანა ორი გოლი და შეასრულა ოთხი საგოლე გადაცემა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • pedro rodrigez 27-17-7
    pedro rodrigez 27-17-7 ლეგენდა
    schedule 11 აგვ 2026, 18:52

    ჯერ რატო იყიდეს ფეხბურთელი რომელსაც წარსულში ქონდა გაწყვეტილი იოგი! თან ეს ყველაფერი არცისე დიდიხნისუკან იყო! მეორე… თუ ყიდი ფეხბურთელს რატო აძლევ ისეთ ვარჯიშებს (დატვირთვას) რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ეს. ვისაც ფეხბურთი უთამაშია ცოტა ზევით ასაკობრივში იცის რასაც გვულისხმობ. კვადრატს ვთამაშობდი და იოგი გამეწყვიტა არაა ეს. ვერ გამიგია ამ გუნდის უკვე მერამდენეჯერ ხდება მსგავსი რამ! რატო წელავენ გაყიდვას ფეხბურთელისას აი ბოლო წაამამდე რატო მიყავთ საქმე. ეხლა ფეხბურთელიც დაზიანდა და გუნდიც. მეტი არაა ჩემი მტერი ეხა დაბრუნდეს დეკემბერში და აუჰ ვათამაშოთო თქვას ფლიკმა… კაი რაა