კვირას “ელ კლასიკოში” არწაგება “ბარსელონას” ჩემპიონობას მოუტანს, თუმცა ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც “რეალ მადრიდთან” მატჩმა ასეთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
კალენდარმა და 34 ტურის განმავლობაში ნაჩვენებმა თამაშმა ერთად განაპირობა ის, რომ ამ კვირას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ “ელ კლასიკოს” ჰანსი ფლიკის “ბარსელონასთვის” 2025/26 წლების ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოტანა შეუძლია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდი ტიტულს პირდაპირ “რეალ მადრიდთან” დაპირისპირებაში გაინაღდებს, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ელ კლასიკო” საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტი (ან თითქმის გადამწყვეტი) აღმოჩნდა. წარმოგიდგენთ ექვს ასეთ მაგალითს.
1945: 5:0 “ლეს კორტსზე”
პირველი შემთხვევის გასახსენებლად რვა ათწლეულზე მეტით უკან, 1945 წლის 25 მარტს უნდა დავბრუნდეთ. იმ დღეს, ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, “ლეს კორტსმა” “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირებას უმასპინძლა. კატალონიელები, რომლებსაც ლეგენდარული სამიტიერი წვრთნიდა, მატჩს ერთქულიანი უპირატესობით შეხვდნენ და 16-წლიანი საჩემპიონო გვალვის დასრულებას ისახავდნენ მიზნად. ამას ხუთვარსკვლავიანი პერფორმანსი (5:0) და ორი უმნიშვნელოვანესი ქულის (გამარჯვების ფასი 1994/95 წლების სეზონამდე) მოპოვება მოჰყვა. “ელ კლასიკოს” შემდეგ “რეალ მადრიდმა” ყველა დარჩენილი მატჩი მოიგო, ხოლო “ბარსელონამ” ორჯერ ფრე ითამაშა და ტიტულის ბედი ერთმა ქულამ გადაწყვიტა: 39 – 38.
1960: თანაბარი ქულები
თხუთმეტი წლის შემდეგ, 1960 წლის 20 მარტს, “სპოტიფაი კამპ ნოუმ” კიდევ ერთ უდიდეს “ელ კლასიკოს” უმასპინძლა. “ბარსელონა” მატჩს მადრიდელებთან ორქულიანი ჩამორჩენით შეხვდა, რომლებსაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, კოჩიშმა “ბარსელონა” წინ გაიყვანა, დი სტეფანომ თითქმის მაშინვე გაათანაბრა, მაგრამ ეულოხიოსა და ვილიავერდეს მიერ ორ წუთში გატანილმა გოლებმა ანგარიში 3:1 გახადა. ამ გამარჯვებამ გუნდები სატურნირო ცხრილსა და ურთიერთშეხვედრებშიც გაათანაბრა. საბოლოოდ, გუნდებმა სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულეს და ბოლო ტურში სარაგოსასთან “ბარსელონას” დიდი ანგარიშით მოგებამ ელენიო ერერას გუნდს უკეთესი ბურთების სხვაობით ჩემპიონობა მოუტანა.
1994: გამარჯვება “სანტიაგო ბერნაბეუზე”
მესამე მაგალითი 1993/94 წლების სეზონის ბოლოსწინა ტურში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც “რეალ მადრიდი” საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა, “ბარსელონას” შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა, თუკი ბოლო ტურში ლიდერი “დეპორტივოსთვის” ტიტულის წართმევა სურდა. 77-ე წუთზე გილერმო ამორის ერთადერთმა გოლმა “დრიმ თიმს” გამარჯვება მოუტანა. ბოლო ტურში მათ “სევილია” 5:2 გაანადგურეს, ხოლო “დეპორტივომ” “ვალენსიასთან” 0:0 ითამაშა (ჯუკიჩმა პენალტი ვერ გაიტანა), რამაც საბოლოოდ “ბარსელონას” გალისიელებთან ურთიერთშეხვედრების უპირატესობის ხარჯზე ჩემპიონობა მოუტანა.
2009: დაუვიწყარი 6:2
პეპ გვარდიოლას პირველი საჩემპიონო სეზონის ყველაზე დიდებული ღამე. “ბარსელონას” “ვალენსიასთან” ახალი ნათამაშები ჰქონდა ფრე 2:2, ხოლო “რეალ მადრიდი”, რომელსაც 18 მატჩში 17 მოგება და ერთი ფრე ჰქონდა, ლიდერს მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებოდა. “ელ კლასიკო” მასპინძლებს სხვაობის ერთ ქულამდე შემცირების შანსს აძლევდა, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი განადგურდნენ. მესი ცრუ ცხრიანზე, მფრინავი პუიოლი, ანრის დაუნდობელი დაგვირგვინება და პიკეს წერტილი: “ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუ” შვიდქულიანი უპირატესობით დატოვა და საჩემპიონო რბოლაც პრაქტიკულად დასრულდა.
2010: კიდევ ერთი გადამწყვეტი გასვლითი გამარჯვება
მომდევნო სეზონში “რეალ მადრიდი” და “ბარსელონა” კიდევ ერთ გადამწყვეტ “ელ კლასიკოში” შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად ორივე გუნდს 77 ქულა ჰქონდა. ყველამ იცოდა, რომ გამარჯვებული დიდი ალბათობით ტიტულსაც მოიგებდა. მესისა და პედროს გოლებმა “ბლაუგრანას” მოგება გაუნაღდა. ის სამი ქულა გადამწყვეტი გამოდგა, რადგან სეზონის ბოლოს გუნდებს შორის ზუსტად ეს სხვაობა დაფიქსირდა.
2025: ბრწყინვალე ქამბექი
ყველაზე ახალი მაგალითი არანაკლებ გამორჩეულია. გასულ სეზონში “ესტადი ოლიმპიკზე” “რეალ მადრიდი” ბარსელონაში ფლიკის გუნდთან ოთხქულიანი ჩამორჩენით ჩამოვიდა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, “ელ კლასიკო” მათთვის რბოლაში დარჩენის ბოლო რეალური შანსი იყო. მხოლოდ 14 წუთის შემდეგ კილიან მბაპეს დუბლით ანგარიში 0:2 გახდა და ანჩელოტის გუნდი ლიდერს ერთ ქულაში მიუახლოვდა. თუმცა, “ბარსელონა” ამოქმედდა, 26 წუთში ოთხი გოლი გაიტანა და ტაიმი 4:2 მოიგო. მატჩი საბოლოოდ 4:3 დასრულდა, სხვაობა შვიდ ქულამდე გაიზარდა და ტიტულის ბედი მომდევნო კვირას “ესპანიოლთან” გასვლით შეხვედრაში გადაწყდა.
2009: დაუვიწყარი 6:2
ეს მატჩი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რადგან ესპანეთში მომიწია ყურება, მაშინ იქაურ პრესაში იწერებოდა დღეს მოვიგებთ და სხვაობას 1 ქულამდე დავიყვანთო, მე მგონი 1 მაისს იყო თამაში და კიდევ 3 თამაში გვრჩებოდა, მაგრამ თამაშის შემდეგ პრესაში მორჩა ჩემპიონის ბედის გადაწყვეტა, და ვერც მსაჯს რო ვერ დააბრალებდნენ, ისეთი ანგარიში იყო და ისეთი გოლები, რომ ენაც არ მოუბრუნდებოდათ შედეგის გაპროტესტებაზე.
წუხანდელი ატლეტიკოს გამოჯმევინებით დიდი სიამოვნება მივიღე ყველაზე მეტას სიმეონეს გამწარებული სახის ნახვა იყო სასიამოვნო ეგ ნა@ოზარი
ვიღაცამ ფეისბუკზე დაწერა ასე მეგონა სამგურალი : მეტალურგის თამაშს ვუყურებდი ოღონდ ესენი ცოტა უფრო სწრაფად დარბოდნენო 😀 😀 😀
🚨 „ბარსელონა“ სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია ალესანდრო ბასტონის პოზიციით და კლუბი ფიქრობს, რომ მცველმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა „ინტერი“ 60 მილიონ ევროზე ფასის შემცირებაზე დაიყოლიოს.
„ბარსა“ გრძნობს, რომ იტალიელი ამ ეტაპზე აქტიურად არ ეხმარება მოლაპარაკებებს და შეიძლება მცველზე უარიც თქვას. 🤡 იმინა ცირკია კლუბი კი არა🤡
ეგარის ლაპორტა 😃 ტიპი ბიძინაზე უფრო დიდ ტრიუკებს დგამს. საარჩევნოდ დაპირებები აქვს ისეთი რომ გეგონება ვსიო ავშენდითო. საქმე საქმეზე რომ მიდგება იწყება ღლე ბაზარი.
და რა არის აქ გასაკვირი?!
საერთოდ არ ღირს ბასტონი 60 მილიონიც კი და ინტერს 70+ უნდაო. ვისში? ტიპში რონელმაც მთელი სეზონი ჩააგდო? თავისი ნაკრები მსოფლიოს გარეშე დატოვა, ძალიან სარისკოა 4 მცველიან ტაქტიკაში მაგისი თამაში და ვაბშე ბარსა რატო ინტერესდება მაგასაც ვერ ვხვდები..
ხოდა ესეთ დროს როცა ფეხბურთელზე ეჭვები არსებობს და თანხობრივადაც ძალიან გაბერილ ფასებს ადებენ, კლუბები მეტწილად იმას აკვირდებიან თუ რამდენად უნდა ფეხბურთელს აქ მოსვლა და რამდენ რაღაცას გააკეთებს მაგისთვის, რომ საბოლოოდ ეგ ეჭვები ცოტა გააქარწყლოს, ჰოდა ბარსაც მაგას ითხოვს ბასტონისგან..
მე პირადად ძალიანაც გამიხარდება თუ არ მოიყვანენ და მაგხელა თანხას არ დახარჯავენ.
მე მაგალითად გაცილებით მირჩევნია კრისტიან რომერო, რადგან ზუსტად ვიცი რა გაქანებისა და გამოცდილების მცველია, არგენტინის ფანი ვარ ესპანეთის შემდეგ, ბოლო წლებში სულ ვუყურებდი და აი არგენტინის დაცვის ბურჯია ტიპი, ძალიან ჰგავს ინიგოს, თავისი გამოცდილებით, მუხტით და რავიცი..
თან ამ სეზონის მერე ტოტენჰემს უეჭველი ტოვებს და ბარსას მეორე ოფშენად ჰყავს ბასტონი თუ არ გამოვიდაო. ხოდა დიდი იმედი მაქვს ბასტონის შეეშვებიან და სუფთა არგენტინული სისხლის, ჯიგარ, გამოცდილ, დაღვინებულ, ინტელიგენტ და ერთ-ერთ საუკეთესო მცველს მოიყვანენ.
კი რომერო ჯობია ბასტონის და დარწმუნებული ვარ სამყაროში მარტო შენ ფიქრობ ბრატ მასე😁 თან მემარჯვენე რომერო როცა გუნდში მემარცხენე მცვეკი საერთიდ არ არის.არ ვუცი რა ვთქვა, რასაც იმსახურებს ბარსელონა ის მართველობა ყავს, ყავდა და ეყოლება😕 სიმართლე ის არის რომ რეალში და ნებისმიერ დედაქალაქურ გუნდში არასდროს არავინ დაუშვებს თაღლითებს და თან აფერისტებს მართველობაში, კატალონია ულამაზესი მაგრამ მაინც პროვინციაა სამწუხაროდ .
გული დამწყდა. ჩემს ფანტაზიაში ჩოლო ფინალში გადიოდა და იქ უნდა წაეგო ისევ <33
ამას ჟოზეც კი არ აკეთებდა ბოლო 20 წუთი იმენა იგირებდნენ ბურთებს 😂 არტეტამ აჯობა ორივეს 😂😂 ნუ არის მაგაშიც ლოგიკა სხვანაურად ძალიან რთულია მოიგო ლიგა ფეხბურთი მაინც შედეგია ტაბლოზე✌🏻
ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც ფინალში გასვლა გამისწორდება ეს კვარაა, დალშე მაგ სირ გუნდს დასანახავად ვერ ვიტან. მარა ბაიერნი 2 ბურთიანი სხვაობითაა ვერაა მომგები ვითომ? სულ სხვა იგრას ითამაშებს სახლში, მოკლედ მაინც რეკორდმაისტერისკენ ვიხრები.
სორლოტმა ლამის ყვერებში რო გაირტყა ბურთი გაასწორა, მაგის გამზრდელს ჩავაჯვი ბარსასთან ხდება კიჭა როალდო
რაო ჩოლო შე არაკაცო, გიწია მეორე კარმამ? მოგედღნა გამზრდელი? შენზე უარესი სვარშიკი შეგხვდა ხომ? სამში გრძელი ხომ მოიგეთ მადრიდელებმა. ვერც მინდვრის გადათხრა–მორწყვამ და ვერც მსაჯმა გიშველა, ხომ ხედავ.
არტეტას კი იმედია ფინალში იხმარენ. ამან რომ ამ ანტიფეხბურთით ლიგა თუ დადო ეს იქნება ფეხბურთის სირცხვილი და დასამარება.
სვარჩიკია თუ რაცაა კი გაიყვანა ფინალში გუნდი, ჩვენ რო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ რაღა გვიჭირავს ხელში, როდის გავედით ბოლოს ფინალში? ზოგჯერ საჭიროა თურმე ასეთი თამაშიც, რომელიც შედეგს მოგიტანს. პრემიერ ლიგასაც დადებს ამ სეზონში.
არც ფინალში იქნება ეს არსენალი საჩუქარი. შარშანდელ ინტერის ჩაჯმას, რომ ადარებენ ფინალში მეცინება. დამიჯერე პლანეტაზე ვერც ერთი გუნდი ამ არსენალს ვერ ათრევს, შეიძლება მოუგოს პსჟ ან ბაიერნმა და ორივე ფავორიტი იქნება მეთოფეებთან მაგრამ მურტალ ფეზბურთს თამაშობენ ძაან და ადვილად ვერც ერთი მოუგებს არსენალს. აგერ მე და აგერ თქვენ🙂
გიოკერეშმა გოლი ვერ გაიტანა, თუმცა ბევრი იმუშავა საკმაოდ, აი ალვარესი არაფრის მაქნისი არ იყო დღეს.
რავი, ჩოლოს რო ჩაედო გამისწორდა, არსენალი კი იმსახურებდა ფინალს. ხვალ რას ფიქრობთ? ალიანს არენას ფაქტორი მგონი ბავარიას წისქვილზე დაასხავს წყალს.
ოღონდ პსჟ გავიდეს და არ მინდა არაფერი. ისე რას ვფიქრობ და ბაიერნი მგონია რატოღაც სასწაულად მომაკვდინებლები არიან თან ჰაკიმის დანაკლისია პსჟში და რავიცი
რა კარგია ხვალ ბაერნი-პსჟ-ს მატჩით თვალებს გამოვირეცხავ. ეს რა საზიზღრობა ვნახე.
ისე ლორენტე დაუფასებელია ჩემი აზრით
ამ გეოკერეს რაც აქვს ესაა მხარი იმენა რაგბისტივითა იგებს სულ ბრძოლას სხვა არაფერი დიდი.არტეტა ახალი ჩოლოაა 😂😂😂
ამხელა რესურსი აქვთ რეალი /სიტი რომ გადააბა შეიძლება ვერ შეწვდნენ და ტიპი მეორე ტაიმის ნახევარი ჩოლოს ეთამაშა მეორე ნომრად სახლში ლონდონში 😀 ….ალვარესი ხომ არავის გინახავთ ?!
რომელი ალვარესი, სტაბილური, ვითომ ცხრიანი 150 მილიონად რომ აფასებენ? ო ეგ ბაზარში მაწონს ყიდულობდა.
ამ 1:0-ის შენარჩუნებას და გაწურვას ეცდება არტეტა ალბათ. ორი სვარშიკი მწვრთნელი შეხვდა ერთმანეთს. ფეხბურთის და უეფას სირცხვილია, რომ ამ 2 გუნდიდან ერთი ფინალს ითამაშებს, ბარსა კი მოიშორეს.
2-კლე გუნდი
თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, არსენალი ფინალშია. ხვალ კი დარწმუნებული ვარ რო ალიანს არენაზე გერმანელები არ გაახარებენ პსჟ-ს. ბოდიში კვარასთანაც, მარა ზედიზედ მაგათი ლიგა საერთოდ არ მინდა.
პ.ს ვერაფრით შევეჩვიე ამ ახალ დიზაინს, ძველი გაცილებით ჯობდა, რა უპირატესობები აქ ახალს არ ვიცი, ფაქტია ხალხს შემოსვლის სურვილი არ აქვს და რთული სათქმელია ჩემთვისაც.
აი ეგა ლუკმანი კი კარგი ფეხბურთელია მაგრამ კლასი დაბალია მარტო ჩვენთან აუდგა იმენა 😂😂ტიპი ძალიან ცუდია
მარტო ლუკმანი არ არის ეგეთი, ბევრი სხვა საშუალო დონის ფეხბურთელებს ბარსასთან გამოსდით სუპერ მატჩები. ბარსას დაცვის ბრალია, ბურთის მიღების და თავისუფლად დამუშავების დროს აძლევენ. დღეს ჯერჯერობით არსენალის დაცვა ფეხს მოაცლის სანამ ბურთს დაამუშავებს ჩოლოს ნაჯახები
წავალ ისევ სვარკას ვუყურო ჯობია
ამაზე უკეთეს სვარკას სად ნახავ მეგობარო, მთავარია არ ჩაგეძინოს.
დღეს ჩოლო სიმეონე მინდა ვნახო მოსასულიერებელი. ჩვეულებრივი ნევროზა გიჟია ეს ჩემისა. კოპას კარმა ვნახეთ, დღეს ლიგის კარმას ველოდები.