“ხეტაფესთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “ბარსელონამ” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ჰანსი ფლიკის გუნდმა “ბეტისსა” და “რეალ მადრიდს” შორის დაფიქსირებული ფრით (1:1) იდეალურად ისარგებლა. სეზონის დასრულებამდე 15 ქულა თამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ კლუბს ჩემპიონობის გასაფორმებლად მხოლოდ 5 ქულის მოპოვება სჭირდება.
სიტუაცია სატურნირო ცხრილში ისე განვითარდა, რომ მომავალ უქმეებზე ტიტულის განაღდება სრულიად შესაძლებელია. ამისათვის “ბარსელონამ” 2 მაისს სტუმრად “ოსასუნა” უნდა დაამარცხოს და შემდეგ “ესპანიოლთან” შეხვედრაში “რეალ მადრიდის” ქულების დაკარგვას დაელოდოს. თუ მადრიდელები დამარცხდებიან ან ფრეს ითამაშებენ, კატალონიელები ლა ლიგის ჩემპიონები 34-ე ტურის დასრულებისთანავე გახდებიან.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ტურში ორივე ლიდერი გაიმარჯვებს, 11-ქულიანი სხვაობა ისევ შენარჩუნდება. ასეთ დროს, 10 მაისს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ “ელ კლასიკოში” ფლიკის შეგირდებს ტიტულის ოფიციალურად დასასაკუთრებლად ფრეც ეყოფათ.
სხვა სცენარების განვითარების მიუხედავად, სტატისტიკა და არსებული უპირატესობა ნათლად აჩვენებს, რომ მიზანი ძალიან ახლოსაა და გუნდის წარმატება ახლა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ შედეგებზეა დამოკიდებული.
არ დაგვჭირდება 5 ქულა, რეალი წაასხავს და ჩვენ მოვიგებთ. მანდ დამთავრდება ლა ლიგა.
მოგებულია
რა იცი რა ხდება, ამ რეალის შემყურე სულ არ გამიკვირდება, რო ეს 11 ქულა საკმარისიც გამოდგეს. თუმცა რაც შეიძლება ნაკლები სისხლის ფასად უნდა გავჩემპიონდეთ.
ესპანიოლი როგორც ყოველთვის წააგებს რეალთან და კლასიკოში უნდა გავინაღდოთ