ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრის დრო უკვე ცნობილია. მატჩში 14 სექტემბერს, თბილისი დროით 22:00 საათზე გაიმართება და მას “კამპ ნოუ” უმასპინძლებს. ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც გუნდის ფეხბურთელები საერთაშორისო მატჩების შემდეგ გამართავენ.
პირველი გუნდის განრიგთან ერთად გაირკვა “ბარსა ბ”-ს განრიგიც. “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები “ტენერიფეს” კვირას, 8 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე შეხვდებიან.