რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ “ბარსელონა” H ჯგუფში ითამაშებს. ტატა მარტინოს გუნდს მეტოქეობას იტალიური “მილანი”, ჰოლანდიური “აიაქსი” და შოტლანდიური “სელტიკი” გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” და “სელტიკი” ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს გასულ სეზონშიც შეხვდნენ. ერთი წლის წინ, კატალონიელებმა გლაზგოში წააგეს, ხოლო შინ მოიგეს. იგივე მოხდა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “მილანთან” დაპირისპირებაში, როდესაც ტიტო ვილანოვას გუნდმა, იტალიაში 0:2 წაგების შემდეგ, შინ 4:0 მოიგო. რაც შეეხება “აიაქსს”, “ბარსელონა” ამსტერდამულ გუნდს, ოფიციალურ მატჩში, პირველად შეხვდება.